Digest Logo

🎥 „ბიბლიის არც ერთი წიგნი არ თარგმნილა იმდენჯერ ქართულ ენაზე, რამდენჯერაც ითარგმნა „ქებათა ქება“ - ეკატერინე ნავროზაშვილი

1770197890
ეკატერინე ნავროზაშვილი

„ქებათა ქების“ ქართული თარგმანების ანთოლოგია წარმოადგენს პირველ ილუსტრირებულ ბეჭდურ გამოცემას საქართველოში.  ძვ. წ. დაახლოებით 1020 წელს ძველი ისრაელის მეფის, სოლომონის, მიერ არის დაწერილი. როგორც ჩანს, მან ეს წიგნი თავისი 40-წლიანი მეფობის დასაწყისში დაწერა.

ეს სიმღერა მოგვითხრობს მწყემსი ბიჭისა და შულამელი გოგონას სასიყვარულო ამბავს. წიგნში აგრეთვე მოხსენიებულნი არიან გოგონას დედა, ძმები, „იერუსალიმის ასულნი“ (მეფის მომსახურე ქალები) და „სიონის ასულნი“ (იერუსალიმელი ქალები). ერთი შეხედვით, მკითხველისთვის რთულია იმის დადგენა, ვინ როდის ლაპარაკობს, მაგრამ ამის გაგება შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რასაც ისინი ამბობენ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მთარგმნელი და რედაქტორი ეკატერინე ნავროზაშვილი სტუმრად გადაცემაში „დღე პირველ არხზე“ იმყოფებოდა, სადაც აღნიშნულ ნაწარმოებზე ისაუბრა.

„ჩემი საკვალიფიკაციო თემა გახლდათ „ქებათა ქება“ დაახლოებით 25 წლის წინ დავიცავი. შეკრებილი მქონდა თარგმანები. ჯემალ აჯიაშვილი მაწვდიდა უნიკალურ თარგმანებს, ჩემი საკვალიფიკაციო თარგმანის პერიოდში. ასე შევაგროვე 9 თარგმანი. 2010 წელს ყველა თარგმანი აკრეფილი მქონდა, იდეაც მქონდა გამოცემისა, მაგრამ დრო ვერ გამოვნახეთ.

2 წლის წინ ბატონ გია გუგუშვილს ვთხოვე, შეექმნა ილუსტრაციები, დაეხატა „ქებათა ქების“ თავების მიხედვით ნახატები, რაზედაც თანხმობა განმიცხადა. ასე დაიწყო ჩვენი პროექტი.

ეს პროექტი არის უნიკალური იმ მხრივ, რომ შეეხება ბიბლიას.

„ქებათა ქება“ გახლავთ საკმაოდ მისტიკური წიგნი, ამასთან ერთად საინტერესო თარგმანების ისტორიით. შემიძლია ვთქვა, რომ ბიბლიის არც ერთი წიგნი არ თარგმნილა იმდენჯერ ქართულ ენაზე, რამდენჯერაც ითარგმნა „ქებათა ქება“.

მიზანი იყო ის , რომ ეს ინფორმაცია ერთად შეგროვებულიყო და ფართო საზოგადოებისთვის და მკითხველისთვის მიგვეწოდებინა. საინტერესო იქნება, როგორც ბიბლიის კვლევით დაინტერესებული ადამიანებისთვის. სახელოვნებო მიმართულების სტუდენტებისა და პროფესორებისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სპეციალურად ამ გამოცემისთვის შეიქმნა ილუსტრაციები“, - აღნიშნა ეკატერინე ნავროზაშვილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დაბადების დღე ახდენს დიდ ზეგავლენას ჩვენს შესაძლო გარდაცვალებაზე“ - როგორ ვაპროგრამებთ მომავალს საკუთარი შთაგონებით?

🎥 ბუასილის რისკები, მახასიათებლები და გამომწვევი მიზეზები - კოტე თოდუას რჩევები

⭕„მძიმედ დაჭრილი 23 წლის ბიჭი არ მიატოვა... ოპერაციის შემდეგ, გული სამუდამოდ გაუჩერდა“ - ვინ იყო ზესტაფონელი ექიმი, რომელმაც პაციენტისთვის სიცოცხლე დათმო?