Digest Logo

„ბავშვის ენერგია და გონება განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტექნოლოგიების მიმართ“ - რატომ უნდა შევზღუდოთ ტელეფონი ბავშვებში, რას გვირჩევს ქეთევან ჯანდიერი

1772814657
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს თუ რატომ უნდა შევზღუდოთ ტელეფონი ბავშვებში.

„რატომ უნდა შევზღუდოთ ტელეფონი ბავშვებში? გიწერთ, ფსიქოლოგიურ და ენერგეტიკულ მიზეზებს..

თანამედროვე სამყაროში ტელეფონი თითქმის ყველა ბავშვის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. მშობლებისთვის ხშირად რთულია გადაწყვიტონ, რამდენად სწორია ბავშვისთვის ეკრანთან გატარებული დრო. თუმცა ფსიქოლოგიაც და სულიერი პრაქტიკებიც თანხმდება ერთ რამეზე: ბავშვის ენერგია და გონება განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტექნოლოგიების მიმართ.

პირველ რიგში, ბავშვის ტვინი განვითარების პროცესშია. ეკრანის ხშირი გამოყენება აჩქარებს ინფორმაციის ნაკადს, რის გამოც ბავშვს უჭირს კონცენტრაცია, მოთმინება და რეალურ გარემოსთან კავშირი. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ზედმეტი სტიმული ბავშვს აჩვევს სწრაფ სიამოვნებას, რაც მომავალში გავლენას ახდენს სწავლაზე, ემოციურ კონტროლზე და ურთიერთობებზე.

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მხარე, რომელზეც ეზოთერული ხედვა საუბრობს. ბავშვები ბუნებრივად ძალიან სუფთა ენერგეტიკული ველის მატარებლები არიან. ისინი ადვილად იწოვენ გარემოს ენერგიას – როგორც დადებითს, ისე ნეგატიურს. ეკრანები, განსაკუთრებით ინტერნეტის სივრცე, წარმოადგენს უზარმაზარ ინფორმაციულ და ენერგეტიკულ ველს, სადაც ერთმანეთში ერევა სხვადასხვა ემოცია, აზრი და ვიბრაცია.

როდესაც ბავშვი დიდ დროს ატარებს ტელეფონში, მისი ყურადღება მთლიანად გადადის ვირტუალურ სამყაროში. ეს ნიშნავს, რომ ის ნაკლებად უკავშირდება ბუნებას, სხეულს, რეალურ თამაშს და ცოცხალ ურთიერთობას. ეზოთერული პრაქტიკების მიხედვით, სწორედ ეს კავშირებია ბავშვის აურისა და შინაგანი ენერგიის გაძლიერების მთავარი წყარო.

ასევე მნიშვნელოვანია ძილის ენერგია. ეკრანიდან გამოსული ძლიერი სინათლე და მუდმივი ინფორმაციული ნაკადი ბავშვის ნერვულ სისტემას მუდმივ აქტივობაში ამყოფებს. ამის გამო ძილი შეიძლება გახდეს ზედაპირული, ხოლო ბავშვის ენერგია – სწრაფად ამოწურვადი. (ამაზე “უფროსებმაც” იფიქრეთ, არ იქნება ურიგო!)

ტელეფონის სრულად აკრძალვა აუცილებელი არ არის. მთავარი ბალანსია. როდესაც ბავშვი მეტ დროს ატარებს თამაშში, ბუნებაში, კრეატიულ საქმიანობაში ან ოჯახთან კომუნიკაციაში, მისი გონება და ენერგია უფრო ჰარმონიულად ვითარდება.

ზოგჯერ საუკეთესო „გაჯეტი” ბავშვისთვის არის უბრალოდ თავისუფალი თამაში, ფანტაზია და მშობლის ყურადღება..
როდესაც ბავშვი რეალურ სამყაროსთან ძლიერ კავშირს ინარჩუნებს, ის იზრდება არა მხოლოდ ინტელექტუალურად, არამედ ენერგეტიკულადაც ძლიერი და დაცული“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მადლობა ქეთის და ღმერთს ყველაფრისთვის“ – დავით კაჭარავა

⭕„სხვა შანსი აღარ გვექნება აქედან წასვლის...“ - ტაილანდში ჩარჩენილი ალექსანდრა პაიჭაძე მიმართვას ავრცელებს!

⭕„ყველას არ მოეთხოვება სამყაროს კანონზომიერებების წვდომა, მაგრამ ყველას მოეთხოვება ელემენტარული ზრდილობა“ - Abagael Bug მიმართვას ავრცელებს