Digest Logo

„ბავშვს არ უნდა უთხრა, რომ წერომ მოგიყვანა, ეს იდიოტობაა“ - სექსოლოგი ზურაბ მარშანია სქესობრივ განათლებაზე

1773304800
მარშანიამარშანიამარშანია

ექიმი სექსოლოგი ზურაბ მარშანია პოდკასტში „სტუმრად ანნასთან“ იმყოფებოდა, სადაც სქესობრივი ცხოვრების შესახებ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, როდესაც ბავშვი სქესობრივი ცხოვრების შესახებ კითხვების დასმას დაიწყებს, პასუხი აუცილებლად სწორად უნდა გაეცეს.

„ბავშვი როდესაც შეგვეკითხება სექსუალური საკითხის შესახებ რამეს, მნიშვნელობა იმას კი არ აქვს რომ ეტყვი პასუხს, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ეტყვი და ტყუილი არ უნდა უთხრა -  მაგ: ის არ უნდა უთხრა, რომ წერომ მოგიყვანა, ეს იდიოტობაა. 

დაწყებით კლასებში სქესობრივი განათლების დაწყება საქართველოს სინამდვილეში არ მიმაჩნია გამართლებულად, არ იმუშავეს ეს სისტემა.

მაღალი კლასებიდან 8-9 კლასიდან უნდა დაიწყოს ეს სწავლება, როდესაც ადამიანს ცოლი მოჰყავს, მან ყველაფერი უნდა იცოდეს, ხოლო პატარა ასაკში მიაწოდოს მშობლებმა ინფორმაცია.

ასევე გაჯეტები ცუდ გავლენას ახდენს ბავშვებში, ისინი იღებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც მათში სტრესს იწვევს“, - ამბობს ზურა მარშანია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღეს შენ ხარ გაზაფხულის ენერგია, შენი ოპტიმიზმი მაგნიტურია“ - 12 მარტის კოსმოსური ამბები

⭕აუცილებელია თუ არა ქორწინებამდე სექსი? - სექსოლოგი ზურაბ მარშანია აქტუალურ კითხვაზე პასუხობს

⭕რატომ გადადო დუეტმა „ლეონმა“ ამერიკაში გამგზავრება - „მეორე შვილსაც მშვენივრად გავუმკლავდები და მესამესაც“