21 წლის გიორგის, რომელსაც ცალ ფეხზე პროთეზი აქვს და კურიერად ველოსიპედით მუშაობდა, კეთილმა ადამიანმა მას მოპედი აჩუქა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნიკა აბაშიძე ავრცელებს და გარდა ამისა, გიორგიზე სიუჟეტი „დილა მშვიდობისა საქართველომ“ მოამზადა.
„ასეთი ემოცია დიდი ხანია არ მქონია. დღეს გავიცანი ძალიან მაგარი ბიჭი, 21 წლის გიორგი, რომელსაც ცალ ფეხზე პროთეზი აქვს და კურიერად მუშაობს, თან ველოსიპედით! მესმის წარმოუდგენელია, მაგრამ ასე იყო.
ჩემმა მეგობრებმა კარგად იცით როგორ მიყვარს ხალხი, რომელსაც ვერაფერი აჩერებს. ჰოდა აწი გიორგის სულ ახალი მოპედი ეყოლება, რომლითაც კურიერობა გაცილებით გაუმარტივდება“, - წერს ნიკა აბაშიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ვიფიქრე რა გავუკეთო ჩემს თავს საჩუქრად სიახლე -მეთქი და...“ - ნანუკა ჟორჟოლიანმა ცხვირი გაიხვრიტა
🔵ინფორმაცია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, სანამ მარწყვს შეჭამს
🎥 „მოვა მაისი“ და მამუკა მდინარაძე - პოლიტიკოსი ერთ-ერთ რესტორანში ამღერდა