Digest Logo

ინფორმაცია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, სანამ მარწყვს შეჭამს

1683783133
მარწყვი

გვიანი გაზაფხულის დადგომა ბევრისთვის სწორედ ამ უგემრიელესი კენკრის შემოსვლასთან ასოცირდება. იგი ბევრი ადამიანის საყვარელი ხილია, თუმცა მის გემოს არც მისივე სასარგებლო თვისებები ჩამოუვარდება. შესანიშნავი ანტიოქსიდანტი, რომელიც უამრავ ვიტამინს შეიცავს, ასუფთავებს სისხლს, აღადგენს და აძლიერებს სისხლძარღვებს, წმენდს თირკმელებსა და საშარდე გზებს.

თუმცა, ისევე, როგორც ყველაფერს, მარწყვსაც აქვს უკუჩვენებები...

აღნიშნული კენკრის მირთმევისგან თავი უნდა შეიკავონ, პირველ რიგში ადამიანებმა, რომლებიც ალერგიულები არიან. მარწყვი შეიცავს ანტოციანს – ნივთიერებას, რომელიც ზოგიერთ ადამიანში იწვევს ძლიერ ალერგიას.

ამას გარდა, დიდი რაოდენობით მარწყვის მიღება არ არის რეკომენდებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სახსრების ტკივილი და პოდაგრა აწუხებთ. მარწყვი მხოლოდ გააძლიერებს სახსრებში ტკივილის შეგრძნებას.

ასევე არ ურჩევენ მარწყვის მიღებას გასტრიტითა და გასტროდუოდენიტით დაავადებულ ადამიანებს. უკუნაჩვენებია აღნიშნული კენკრა წყლულის მატარებელი ადამიანებისთვისაც. 

არ არის რეკომენდებული ერთდროულად მარწყვის მირთმევა და წნევის წამლის (ენაპრილის საფუძველზე) მიღება. ეს დამატებით, არასასურველ დატვირთვას მისცემს თირკმელებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოვა მაისი“ და მამუკა მდინარაძე - პოლიტიკოსი ერთ-ერთ რესტორანში ამღერდა

🔵„დაგვეხმარეთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მისი საქართველოში გადმოსვენება“ - ლევან ჭელიძე

🔵„დაითვალეთ ფეხსაცმელები თქვენს განჯინაში და მიხვდებით, რომ ეს ცხოვრება მიქრის, შეიძლება ვერც გაცვითოთ...“ - რა ფოტოებს ავრცელებს ლალი მოროშკინა

წყარო: intermedia.ge