Digest Logo

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა მათ შორის და რომელი უფრო საშიშია?

1748275191
ფუტკარი და თევზი

თუ ბუნებაში გართობის მოყვარული ხართ, გეცოდონებათ, რომ ამ ბზუილა მწერებს საკვების, განსაკუთრებულად ტკბილეულის სურნელი იზიდავთ. მათი მოშორება ადვილი არ არის და ძალიან თუ გააღიზიანებთ, შეიძლება რამდენიმე „მტკივნეული ილეთიც“ ჩაგიტარონ. 

მწარე ნაკბენი მეტყველებს იმაზე, რომ მთავარი ეჭვმიტანილი არა ფუტკარი, არამედ მისი ახლო ნათესავი — ბზიკი, იგივე კრაზანაა.

ფუტკრარი ადამიანს მხოლოდ ერთხელ კბენს და ეს ფუტკრისთვის სასიკვდილოა, კრაზანას კი შეუძლია რამდენჯერმე მწარედ დაგკბინოთ და შემდეგ მშვიდად გაფრინდეს.

რატომ კვდება ფუტკარი ადამიანის დანესტვრის შემდეგ?

კრაზანებიც და ფუტკრებიც ერთი და იმავე ნესტრიანი სიფრიფანაფრთიანი მწერების რიგს განეკუთვნებიან და ორივეს, დაახლოებით, 20 000 სახეობა ჰყავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში საუბარი მეთაფლია ფუტკარზე (Apis mellifera) და კრაზანების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახეობაზე — Vespula-ზე.

ხშირად სწორედ გარეგნული მსგავსება იწვევს დაბნეულობას — ბზიკებსაც და ფუტკრებსაც ზოლები აქვთ, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება აშკარად გამოჩნდება.

ფუტკრებს სხეულზე გრძელი ბუსუსები აქვთ, რომლებიც ყვავილის მტვრის შეგროვებაში ეხმარებათ, კრაზანებს კი პრიალა „ჯავშანი აცვიათ“, რაც სხვა მწერებზე ნადირობისთვის მოსახერხებელია.

ზრდასრული კრაზანები მხოლოდ შთამომავლობის გამოსაკვებად ნადირობენ, რადგან თავად ყვავილების ნექტარით იკვებებიან და, ფაქტობრივად, ვეგეტარიანელები არიან.

ბზიკისგან განსხვავებით, რომლის სხეულიც წაგრძელებულია, მეთაფლია ფუტკარს მომრგვალებული სხეული აქვს და ყვავილიდან ყვავილზე მშვიდად დაფრინავს.

განსხვავება მათ გემოვნებაშიც იგრძნობა - ფუტკრები პიკნიკის იშვიათი სტუმრები არიან, რადგან ტკბილი სასმელების გარდა, ადამიანების მენიუდან არაფერი იზიდავთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მთელს ქვეყანას დააკლდება ნიკო, მაგრამ ღმერთო, მესტიას, მესტიას როგორ დააკლდება...“ - ტრაგიკულად დაღუპულ მთამსვლელს ემშვიდობებიან

⭕ ავსტრიული გამოცემა - „კიტეიშვილის შეძენით ინგლისის პრემიერლიგის სამი კლუბი დაინტერესდა“

⭕„საოცარი მშვენიერი გოგო...“ - ლიკა კვარაცხელია ლოს-ანჯელესიდან ოჯახურ კადრებს აქვეყნებს