Digest Logo

„ჩემი როლი გზავნილია, რომ აუცილებლად დავბრუნდებით...“ - რას ჰყვება თამუნა ნიკოლაძე, რომელიც მინისერიალში „სოხუმი“ მასწავლებლის როლს ასრულებს

1729066085
თამუნა ნიკოლაძე

ცოტა ხნის წინ, აფხაზეთზე რეალური ისტორიების მიხედვით მინისერიალი „სოხუმი“ გადაიღეს. ფილმში ასახულია აფხაზეთის ომის ბოლო, 1990-იანი წლების პოლიტიკური დაპირისპირება. 

ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი მსახიობი თამუნა ნიკოლაძეა, რომელიც პედაგოგის როლს ასრულებს.

იგი გადაცემაში „იმედის დღე“ იმყოფებოდა, სადაც ემოციებსა და ფილმის შესახებ ჰყვება.

„13 წლის ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო და იქ ვიყავი სოხუმში. როდესაც როლზე დამამტკიცეს, არავის არ ვუთხარი ოჯახის წევრებს. მხოლოდ ჩემს დისშვილს 10 წლის თეოდორეს ვუთხარი, რადგან მას ვუყვები ბევრს სოხუმზე. შემდეგ უკვე გაიგეს ოჯახის წევრებმაც, როცა დაიდო ნაწყვეტები. ფილმში ვარ პედაგოგი, რომელიც იძულებულია დატოვოს სახლი ომის დროს, ფაქტობრივად ბოლო დღეა. ამასთან ფილმში ვარ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე. ფილმი გაწერილია დოკუმენტურ მონაცემებზე დაყრდნობით და რეალურია თავიდან ბოლომდე. ჩემი პატარა როლი გზავნილია, რომ აუცილებლად დავბრუნდებით. გადაღებები მქონდა ქალაქ რუსთავში. არ ვარ დიდი დოზით ამ სერიალში, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო“, - ამბობს მსახიობი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „ეს შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, გვიანობამდე არ დამეძინა“ – მატილდა გვარლიანის შთამბეჭდავი გამოსვლა Victoria's Secret-ის შოუზე

⭕წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარი - ამინდი უარესდება

🎥 რატომ გვაქვს დღის განმავლობაში ძილის გამძაფრებული სურვილი? - ზაზა თელია