მომღერალი თათია კობალაძე სოციალურ ქსელში მორიგ სიახლეს გვიზიარებს. მომღერალი ახალ საერთაშორისო მუსიკალურ პროექტში ერთვება, რაც, მისივე თქმით, თავად შემსრულებლისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.
თათია იმედოვნებს, რომ კონკურსი „ახალი ტალღა“ მისთვისაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც სხვა ქართველი ვარსკვლავებისთვის აღმოჩნდა. მან პოსტში ნინი შერმადინი და სოფო ხალვაშიც მონიშნა, რომლებიც წლების წინ იგივე პროექტში ქვეყანა წარმატებით წარადგინეს.
„ესეც ის ამბავია, რომელიც ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც ბევრისთვის!
უფალს ვთხოვ ისეთივე წარმატება მომიტანოს ამ კონკურსმა
როგორიც ჩვენი ქვეყნის უამრავ საოცარ მომღერალს მოუტანა!
სოფო ხალვაშს, ნინი შერმადინს, იმედს ვიტოვებ, ისეთივე საოცარი და დასამახსოვრებელი გამოსვლა მექნება როგორიც მინიმუმ თქვენ გქონდათ!“,- წერს კობალაძე.
შეგახსენებთ, რომ თათია კობალაძეს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის ისეთ კონკურსებში, როგორებიცაა უკრაინული, ყაზახური და თურქული - The Voice.
ცნობისთვის, მუსიკალური კონკურსი „ახალი ტალღა“ - Новая волна თავისი არსით და დაფუძნების ისტორიით არის რუსული საერთაშორისო პროექტი. კონკურსი 2002 წელს რუსმა კომპოზიტორმა იგორ კრუტოიმ და ლატვიელმა კომპოზიტორმა რაიმონდ პაულსმა დააფუძნეს.
საქართველოს ამ კონკურსზე წარმატებული ისტორია აქვს. ამ კონკურსის სცენაზე გაიმარჯვეს ან საპრიზო ადგილები დაიკავეს:
ნუცა ბუზალაძემ, სოფო ხალვაშმა, დუეტმა „ჯორჯიამ“ და ნინი შერმადინმა.

