Digest Logo

„ჩვენ არ შეიძლება ვიწუწუნოთ, ჩვენ არ შეიძლება ვთქვათ - ღმერთო, რატომ ვართ ამ დღეში?!“ - მამა თეოდორე გიგნაძე

1739964227
მამა თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ მამა თეოდორე გიგნაძის მორიგ საინტერესო ქადაგებას:

„ჩვენ არ შეიძლება ვიწუწუნოთ, ჩვენ არ შეიძლება ვთქვათ - ღმერთო, რატომ ვართ ამ დღეში?!
- იმიტომ რომ თავად ღმერთი, შენი სიყვარულის გამო, შენზე უარეს დღეში აღმოჩნდა!

შენ თუ კითხვას დასვამ, - რისთვის და რატომ?! მე რაში მჭირდებოდა?!

- როგორ გამოვიყენო მისი ეს ჩემდამი სიყვარული?!
- თუ ამ კითხვას დასვამ, მერე კეთილი ინებე და მთელი ცხოვრება მიუძღვენი პასუხის ძიებას;

ჩვენ თუ არ გამოვიძიებთ, ღმერთი რატომ მოკვდა ჩვენთვის, რატომ იტანჯა ასე სასტიკად თითოეული ჩვენგანისათვის, თუ ჩვენ ამაზე პასუხის ძიებას არ დავიწყებთ, ჩვენ რა ქრისტიანები ვართ?!

და საერთოდ რა ადამიანები ვართ?!“, - წერს გვერდი „მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები“.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაზე ბედნიერად დღეს ქეთი ცხოვრობს“ - რას წერს ნინი ბადურაშვილი ცნობილ „ტიკტოკერზე“

🎥 „ძალიან ჰუმანური ჟესტია…“ - რა კადრებს აქვეყნებს თამარ ივერი ამერიკიდან

🎥 „ყველას ეგონა, ჩვენი ოჯახი მალევე დაინგრეოდა“ - როგორია 14 წლიანი ქართულ-ინდური ოჯახის თანაცხოვრება?