
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნი ვიდეოს აქვეყნებს სათაურით - „ყველაზე ხშირად დასმული კითხვები ჩემს ოჯახზე“ და მეუღლესთან ერთად საუბრობს პირადზე.
„ყველას ეგონა, რომ ჩვენი ოჯახი მალე დაინგრეოდა, ერთ-ერთმა დაქალმაც მითხრა, არა მგონია თქვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდესო. ეს გულზე ძალიან მომხვდა, უკვე 14 წელია ერთად ვართ და კიდევ დიდხანს ვიქნებით ერთად.
როგორ გავიცანით ერთმანეთი?
სკაიპში ჩავწერე სახელი და ერთი ასო შემეშალა, დავუკავშირდი არუნს.
ბედი იყო, დავიწყეთ საუბარი და გაგრძელდა 5-6 თვე.
რაც შეეხება მშობლებს, არ ეგონათ, რომ საქართველოში ჩამოხვიდოდი, ვერ შემეწინააღმდეგნენ, ფიქრობდნენ არ მოეწონება და გაუშვებს უკანო. თუმცა მოხდა ისე, რომ მათაც მოეწონათ და დასთანხმდნენ“, - ამბობს არუნის მეუღლე.
„ინდოეთი ცოტა ისეთი ქვეყანა, დიდი სანათესავო უნდა შეთანხმდეს და ერთი ამბები. ჩვენ ასე სწრაფად გავაკეთეთ ყველაფერი, იანვარში ჩამოვედი, მაისში ინდოეთში დავპატიჟეთ თამთას მშობლები და 6 თვეში ინდოეთში დავქორწინდით“, - ამბობს არუნ ხათრი.
როგორც წყვილი აღნიშნავს ერთმანეთთან ქართულად, ინგლისურად და ინდურადაც საუბრობენ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალიან ჰუმანური ჟესტია…“ - რა კადრებს აქვეყნებს თამარ ივერი ამერიკიდან
⭕„საქართველოში თოვლიანი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება“ - რას წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე
🎥 „მაქვს ვალების და ფრენის შიში...არასოდეს არ ვჯდები საჭესთან ნასვამი“ - ჯიმი აბესაძე