Digest Logo

🎥 „ჩვენ რომ ადამიანებს ვემდურით: ეგ ადამიანები საჩუქარს გვჩუქნიან, ასეთი ძვირფასი ცხოვრებაში არაფერია“ - ალექსანდრე ჯორჯიკია კარმის დამუშავების მექანიზმზე

1768464429
ალექსანდრე ჯორჯიკია

„კაცმანის სხვა პოდკასტის“ სტუმარი, ასტრო-ფსიქოლოგი და ტრანსცედენტული მედიტაციის მასწავლებელი ალექსანდრე ჯორჯიკია იყო, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

გადაცემის სტუმარმა ისაუბრა ადამიანებთან ურთიერთობაზე, ნეგატივსა და წყენაზე, რაც მისი თქმით შესაძლოა, ცხოვრების კარმა იყოს. მისი რეკომენდაციით, ასეთი პროცესების მიმართ მეტი მიმღებლობა უნდა გვქონდეს:

„ჩვენ რომ ადამიანებს ვემდურით, პირიქით არის: ეგ ადამიანები ისეთ სამსახურს გვიკეთებენ, ისეთ საჩუქარს გვჩუქნიან - ასეთი ძვირფასი ცხოვრებაში არაფერია, რომ დავამუშაოთ ის, რაც დასამუშავებელი გვაქვს, საბოლოო ჯამში შენი სიკეთისთვის ხდება ყველაფერი.

კარმული ლოგიკა სხვანაირად მუშაობს: წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც გარეთ გავიდა, ვიღაც მიეპარა და თავში აგური ჩაარტყა და გაიქცა. კლასიკური გაგებით, ვისაც თავში აგური მოხვდა, ის არის დაზარალებული. ვერავინ შეგეკამათება - ის არის დამნაშავე, ვინც თავში აგური ჩაარტყა.

კარმა სხვანაირად გვეუბნება: თავში აგური არ მოგხვდება, რომ არ გეკუთვნოდეს. ანუ გამოდის, რომ იმან, ვინც თავში აგური ჩაგარტყა, შეიძლება იყოს მსხვერპლი და არა შენ. იმან შენ კარმა დაგიბრუნა. სხვანაირად არ მოხდებოდა ეს, რომ არ იყოს მიზეზშედეგობრივი კავშირი. შეიძლება ამას მიმღებლობით შეხედო, რადგან შენ თუ აცნობიერებ, რომ არ დაგემართება ისეთი რამ, რაც არ გეკუთვნის, ტკივილიც ნაკლებია“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯორჯიკიამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „სხვადასხვა ენაზე ვამბობთ ერთსა და იმავე სიბრძნეს“ - ცნობილი ასტრო-ფსიქოლოგის შეხედულება ქრისტიანობისა და ვედური ცოდნის კავშირზე

🔵„ენდეთ დინებას — თევზს წყალი ყოველთვის სწორ ნაპირთან მიჰყავს“ - როგორი იქნება 2026 წელი თევზებისთვის?

🔵 „აიღეთ მუჭა ხურდა ფული და შუადღისას გადით ეზოში ან გამოაღეთ ფანჯარა...“ - ხუთშაბათის რიტუალი