Digest Logo

დაბალი სიხშირეები თუ „ტორსიული ველი“: რატომ ირჩევს ადამიანი სიკეთეს ან ბოროტებას? - რას წერს ეზოტერიკოსი

1789539731
ტორსიული ველი

ადამიანის აღქმა, შინაგანი პროგრამები და ენერგეტიკული ნაკადები — ეგზოთერიკულ წრეებში სულ უფრო პოპულარული ხდება თეორია იმის შესახებ, რომ გარე სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია.

გავრცელებული მოსაზრებით, თითოეული ინდივიდი გარშემომყოფებში მხოლოდ იმას ხედავს, რაც საკუთარ ცნობიერებაში აქვს ჩაწერილი: სიკეთით სავსე გონება ყველგან დადებითს ამჩნევს, ხოლო ნეგატიური პროგრამების მატარებელი უმაღლეს სიკეთეშიც კი ბოროტებას ეძებს.

სამყაროს ვიბრაციულ რხევებზე, თავისუფალ არჩევანსა და „ცნობიერებისთვის მიმდინარე უხილავ ომზე“ მსჯელობა საზოგადოებაში შინაგანი ტრანსფორმაციისა და საკუთარ პასუხისმგებლობაზე დაფიქრების ახალ ტალღას წარმოშობს.

აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ეზოტერიკოსი და ნუმეროლოგი კახა კვარაცხელია აქვეყნებს:

„მეცნიერება, ფსიქოლოგია გვეუბნება რომ ჩვენ სხვა ადამიანებში ვხედავთ სწორედ იმას, რაც სინამდვილეში ჩვენში არსებობს. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დაინახოს მხოლოდ ის მდგომარეობა, რომელიც თვითონ აქვს შიგნით.

რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვართ დამკვირვებელი და ხედავთ მხოლოდ იმ პროგრამებით, რომლებიც ჩვენშია ჩაწერილი.

თუ თქვენში არ არსებობს რაიმე პროგრამა, თუ არ გაქვთ რაიმე გამოცდილება ან მდგომარეობა, თქვენ ვერ დაინახავთ მას სხვა ადამიანში. თუ კეთილი ადამიანი სიკეთით არის სავსე და ის როცა სხვა ადამიანს უყურებს, მხოლოდ კარგს ხედავს — თუნდაც იქ ეს სიკეთე ცოტაოდენი იყოს — ის მაინც დაინახავს მას.

ხოლო ბოროტი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ბოროტი პროგრამები აქვს, ყველაზე კეთილ ადამიანშიც კი სწორედ ბოროტებას დაინახავს. რადგან მასში არ არსებობს სიკეთის პროგრამა. შეიძლება მას უნდოდეს კეთილის დანახვა კეთილ ადამიანში, მაგრამ თავად მას ეს არ აქვს. არ აქვს ეს პროგრამა.

როცა არ არსებობს პროგრამა — არ არსებობს უნარი, არ არსებობს აღქმის შესაძლებლობა და არ არსებობს იმ რეალობის გაგების უნარი, რომელიც სხვა ადამიანში არსებობს.

რა დასკვნამდე მივედით? ჩვენ მივედით დასკვნამდე რომ, თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავში განსაზღვრავს, ვინ არის სინამდვილეში.

აქედან გამომდინარეობს გაგება იმისა თუ ვისთან და რომელ დრო-სივრცულ კონტინუუმთან ურთიერთქმედებს ადამიანი. თუ ის კეთილია, ის ურთიერთქმედებს სუფთა პირველყოფილ ტორსიულ ველთან.

თუ ის ბოროტია, ის ურთიერთქმედებს დაბალსიხშირიან, უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკების ველთან, რომელიც აქ ჩვენს გარშემო და ასევე ჩვენში არსებობს. თითოეული ადამიანი ფლობს ორივეს. პლუსსაც და მინუსსაც, სიკეთესაც და ბოროტებასაც.

სწორედ ღვთაებრივი კანონი — თავისუფალი ნების და არჩევანის უფლება — გვაძლევს შესაძლებლობას, გავაკეთოთ ეს არჩევანი.არჩევანი სიკეთის ან ბოროტების მიმართულებით.

ჩვენ ვქმნით საკუთარ შემოქმედებით რეალობას.

რეალობას სიკეთის,სიყვარულის, განვითარების, მოწყალების, მიღწევების, სიდიადის,მომავლის და დედამიწაზე მშვენიერი ცხოვრების.

ხოლო თუ ვინმე ხელს გვიშლის კიდეც, არსებობს ცოდნები როგორ მოვაშოროთ ეს ჩარევები, როგორ გავცილდეთ იმ დაბალ, მდაბალ, დამანგრეველ ეგოისტურ მდგომარეობას რომელიც საკუთარ თავს ანადგურებს.

რა თქმა უნდა ბევრი ადამიანის არა მხოლოდ გადარწმუნება და აღზრდა, არამედ საერთოდ შეცვლაც კი შეუძლებელია. ისინი აგრძელებენ თავიანთ შემდგომ ილუზორულ, დამანგრეველ არჩევანს,სადაც მხოლოდ შიში, შური, სიხარბეა — ესეც არჩევანია. ესეც ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა. ბევრი ადამიანი დეპრესიულ, აგრესიულ მდგომარეობაში იმყოფება, რაც ფსიქიკისა და სულის განადგურებამდე მიდის.

სამყარო-ტალღაა, რომელსაც აქვს გარკვეული სიხშირე, ვიბრაციული რხევები, შეიცავს საკუთარ თავში ინფორმაციულ შემადგენლობას. ჩვენ ამ ტალღებისგან შედგებით, ჩვენ ურთიერთქმედებთ ამ ტალღებთან და ერთდროულად თავადაც ვაწარმოებთ ამ ტალღებს.

მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს — და არა მხოლოდ ადამიანი, არამედ პლანეტაც, ყველაფერი ცოცხალი რაც ჩვენს გარშემოა, ავტომატურად ურთიერთქმედებს ორ ენერგეტიკულ ნაკადთან.

ცენტრისკენ ნულიდან ჩვენ ვიღებთ ენერგიას, ხოლო ცენტრიდან ნულით ჩვენ გამოვასხივებთ ველებს, გამოვასხივებთ მდგომარეობებს. იმის მიხედვით თუ როგორები ვართ ჩვენ — იმის მიხედვით იმ სივრცეს ვუერთდებით.

ადამიანი რატომღაც მიზეზებს გარეთ ეძებს. მან კი საკუთარი პრობლემებისა და სირთულეების მიზეზები საკუთარ თავში უნდა ეძებოს.

ახლა მიმდინარეობს უხილავი ომი თქვენი ცნობიერებისთვის.

მზად ხართ გაწყვიტოთ ეს კონტრაქტი? აი სწორედ ეს არის საკითხი“, - წერს კახა კვარაცხელია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რუსთავში სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

⭕ „მანიპულატორი მამაკაცის 3 ფრაზა, რომლითაც გონებას გირევს...“ - რას წერს ფსიქოლოგი

⭕ „ჭეშმარიტი კეთილშობილება სწორედ მაშინ იცდება, როცა შეგიძლია სხვისი დამცირება...“ - რას წერს ეზოტერიკოსი