Digest Logo

🎥 „დედა, რომ არა, ალბათ რეპსაც არ დავიწყებდი...ყოველთვის ვეძებ სიყვარულს და ბოლო პერიოდი, ვერ ვპოულობ“- „მასტერის“ გულახდილი ინტერვიუ

1708105166
მასტერიმასტერიმასტერი

საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული რეპერი გიორგი პავლიაშვილი იგივე „მასტერი“ პირად ცხოვრებაზე, შემოქმედებასა და გეგმებზე „დაიჯესტთან“ საუბრობს. რეპერის თქმით, მისი ცხოვრების მთავარი გულშემატკივარი დედაა, რომელმაც პირველი ხმის ჩამწერი სტუდია შეუძინა, სადაც ის სიმღერები შეიქმნა, რომელიც მსმენელს ასე ძალიან უყვარს. „მასტერი“ ამბობს, რომ 2019 წლიდან სერიოზულ ურთიერთობაში არ ყოფილა, რადგან მისი სიტყვებით „ადამიანებს ვერ იყვარებს“. უკვე ღიმილით იხსენებს ფაქტებს, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა ხან პოლიტიკური იარლიყი მიაკრეს, ხანაც „რუსეთუმე“ ეძახეს, თუმცა როგორც თავად ამბობს, ყოველივე ეს ყველაფერი იმ სიმართლის გამო მიიღო, რომელსაც იგი თავის შემოქმედებაში ასახავს. რეპერის ცხოვრება შემოქმედებითი კუთხით საკმაოდ აქტიურია, მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, საქართველოში გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნას ეძღვნება... 

- ზოგადად ქართული მედია არ არის განებივრებული თქვენი ინტერვიუებით, ამიტომ მოდით კიდევ ერთხელ განგვიმარტოთ - ვინ არის რეპერი „მასტერი“?

მასტერი: მასტერი არის, გიორგი პავლიაშვილი, უბრალო ადამიანი, უზომოდ შეყვარებული თავის საქმეზე და ადამიანი, რომელსაც მიზანი და მისია აქვს, რომ მისი ხმა მიაწვდინოს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და ფიქრობს ამ ადამიანების პრობლემებზე. ყოველთვის ეძებს სიყვარულს და ბოლო პერიოდი ვერ პოულობს.

- ამ გადმოსახედიდან, რას თვლით თქვენი ცხოვრების მთავარ მიღწევად? 

მასტერი: მთავარ მიღწევად ვთვლი, იმას, რომ ჩემთვის უცხო ადამიანები მაჩერებენ ქალაქში და გამოხატავენ უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას. მთავარ მიღწევად ვთვლი, ჩვენი ქალაქიდან შორს, კილომეტრებს იქით, ქვეყნებს იქით, ადამიანები უსმენენ ჩემს სიმღერას, იღებენ ვიდეოს და მთაგავენ შემდეგ. მთავარი მიღწევა არის ის, რომ მე ჩემი პატარა ოთახიდან შევძელი დამეწერა ისეთ სიმღერები, რომ უამრავი ადამიანი გაეერთიანებინა ამ მუსიკის გარშემო, რაც ჩემი მოტივაციაა.

- ვინ არის, ან არიან თქვენი ცხოვრების მთავარი გულშემატკივრები?

მასტერი: პირველ რიგში ჩემი მშობლები, დედა განსაკუთრებით. იგი იყო პირველი ადამიანი, ვინც შემიძინა სტუდია, სადაც ვწერდი სიმღერებს. დედა, რომ არა, ალბათ რეპსაც არ დავიწყებდი. დღემდე სულ მეჩხუბება, რომ ბევრი ვიმუშაო და კლიპი გადავიღო. ჩემი გულშემატკივრები არიან ჩემი მეგობრები და რა თქმა უნდა ასევე, ერთგული მსმენელები, ვგრძნობ მე ამას.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ ცხოვრებაში სულ 2 ჯერ გიყვარდათ. არის თუ არა პირადში სიახლე?

მასტერი: უამრავი ურთიერთობის მიუხედავად, ორი ადამიანი მივიყვანე გულთან ახლოს და ვუთხარი მიყვარხარ, თუმცა სამწუხაროდ დამთავრდა დაშორებით. 2019 წლიდან არ ვყოფილვარ სერიოზულ ურთიერთობაში. ჩემშია პრობლემა, ვერ ვიყვარებ ადამიანებს.

- თქვენზე ამბობენ, არა ტიპური რეპერი ხართ - არ ეწევით, არ სვამთ, არც ტატუ არ გაქვთ - ეს არჩევანია თუ მოცემულობა?

მასტერი: არ ვეწევი, ნარკოტიკებს არ მოვიხმარ, იარაღით ხალხს არ ვხოცავ, არ ვარ ტიპური რეპერი. მე ალბათ, როცა ფილმს გადავიღებ ან ბიოგრაფიულ წიგნს დავწერ ერქმევა „რეპერი ტატუს გარეშე“. ეს გადანტანითი მნიშვნელობით ნიშნავს, რომ არ ვარ იმ მოცემულობაში, რომ რეპერი იარაღით უნდა დარბოდეს და ტატუები ჰქონდეს. 

- რა არის თქვენს შემოქმედებაში დაუწერელი კანონი - რასაც ყოველთვის იცავთ?

მასტერი: რასაც არასდროს არ ვარღვევ, ეს არის სიმართლე. რეპი არის სიმართლე, როგორც ცხოვრობ და როგორც აზროვნებ ისე უნდა ისაუბრო. თუ ტყუილს იტყვი, მაინც გამოჩნდება. მაგალითად, რომ ავიღოთ, მთელი ცხოვრება ვმღერი, „არა აზარტულ თამაშებს“ - იყო შემოთავაზება, ერთ-ერთი წამყვანი ტოტალიზატორის ბრენდის მიერ, რომ დიდი თანხის სანაცვლოდ კლიპში ვყოფილიყავი 15 წუთი, მაგრამ ამას მსმენელი არ გაპატიებს, სულ რომ დაივიწყოს მსმენელმა საკუთარ თავთან არ იქნები მართალი.

- არის თუ არა სიახლე თქვენს შემოქმედებაში და რაზე მუშაობთ ახლა?

მასტერი: ყოველდღე ახალ ტრეკზე ვმუშაობ. სულ არის სიახლეები, რა თქმა უნდა კლიპებზე ვმუშაობ და ძმაკაცები მაგ კითხვას უკვე აღარ მისვამენ, მე სულ ვანებივრებ ჩემს მსმენელს.

- ხშირად გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ თითქოს თქვენს მუსიკაში პოლიტიკის გავლენა იგრძნობა, ამაზე რას უპასუხებთ კრიტიკოსებს? და საერთოდ რატომ მოდის თქვენზე წლების განმავლობაში ნეგატივი და ვისგან გრძნობთ ამას უმეტესად?

მასტერი: ისეთ ადამიანს დავუპირისპირდი, რომელიც პოლიტიკაში გარეულია, მაგალითად ლევან ბერძენიშვილი და ამაკრეს იარლიყი, თუმცა ამ იარლიყის აკრობა მარტივია ლიბერალური ჯგუფებისთვის, სულ რომ დავიცვა ჩემი პატრიარქი ლანძღვა-გინებისგან, მაინც მეტყვიან პოლიტიკურად ხარ განწყობილიო. თუ უნდათ რუსეთუმე ხართ, თუ უნდა ბნელი ღრუზინი. მიზეზი ისაა, რომ ვურტყამ იმ წერტილში, სადაც დასარტყმელია. ლგბტ პროპაგანდის პრობლემებზე, თუნდაც იმას ვლაპარაკობ ხმამაღლა, რომ ქართველი გოგონა დუბაიში ყიდის სხეულს - მე ამას ხმამაღლა ვამბობ, ტეხავს. ამ თემებზე რომ ვაპელირებ, ბევრი ტალახს გესვრის, მაგრამ იმუნიტეტი გამომუშავებული მაქვს.

- ოჯახი არის... დაასრულეთ ფრაზა.

მასტერი: ჩემი მეგობრები ჩემი ოჯახია.

- დღევანდელ ახალ თაობაზე თქვენი მკაფიო მოსაზრება არაერთხელ დაგიფიქსირებიათ, თუმცა როგორ ფიქრობთ სად და რა არის მთავარი პრობლემა და რის შეცვლას ისურვებდით?

მასტერი: ძალიან მომწონს ახალი თაობა, ვიზუალურად, აზროვნებით, მხარში ვუდგავარ ჩემს ნათესავებს, ვინც „ჯენზი“ თაობას ეკუთვნიან - მინდა, რომ ზედაპირულები არ იყვნენ და ხელი არ გადაუსვან ტრადიციებს. ბევრ რამეში გვჯობიან და ძალიან კარგია. არ მომწონს ის, რომ ბილწსიტყვაობენ. ჩვენს თაობაში, მუხრუჭი იყო, სად რა უნდა გველაპარაკა.

- ხშირად გითქვამთ, რომ ტრადიციული ხართ - რომელ ქართულ ტრადიციას გამოყოფდით და რატომ?

მასტერი: ქალის პატივისცემას. 

- როგორც საზოგადოების წარმომადგენლის დაკვირვება, რას თვლით ჩვენი ქვეყნის მთავარ მიღწევად?

მასტერი: მშვიდობის შენარჩუნება და მივდივართ ევროპულ გზაზე, ღირსეულად.

 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „უმაგრესი კაცი, ჩემი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის გახდა! ბერიკ, გამაგრდი ძმაო“- გია ბაღაშვილის მილოცვა ზურა ბერიკაშვილს

🎥 „ულამაზესი, საოცარი...“- ნახეთ როგორ გამოიყურებოდა ნანუკა გუდავაძე კარნავალზე

⭕🎥 „ონკოლოგიური დაავადებები დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს ემართებათ...“ - ლალი ბადრიძე