ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა.
დღეს მას დაბადების დღე აქვს და იგი 55 წლის გახდა.
მუსიკოსი გია ბაღაშვილი, სოციალურ ქსელში ზურასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მეგობარს დაბადების დღეს ულოცავს.
„დღეს უმაგრესი კაცი, ჩემი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის გახდა!
ბერიკ, გამაგრდი ძმაო! მთელი გულით და სულით შენთან ვარ! არ იცი როგორ ველოდებით ყველა იმ დღეს, იმ წამს, შენ რომ თვალს გაახელ, დაგველაპარაკები და დაგვიბრუნდები ძველებურად სიცოცხლით, სითბოთი და სიკეთით სავსე.
აბა, შენ იცი, ბერიკ! შენ გენაცვალე მაგ სუფთა გულში! ჩვენ შენი ჯანმრთელობისთვის ვლოცულობთ! ღმერთი შენკენ!“,- წერს გია ბაღაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕სოფი ლორენის შვილი საქართველოშია - შეყვარებული წყვილი ლეღვთახევში პოზირებს