Digest Logo

დღეს და ხვალ ცაზე იშვიათი სანახაობის „ლურჯი სუპერმთვარის“ დანახვა შეგეძლებათ

1693420924
ლურჯი სუპერმთვარის“ დანახვა შეგეძლებათ

30-31 აგვისტოს, წლის ყველაზე დიდი და კაშკაშა მთვარის დანახვა მთელი მსოფლიოდან იქნება შესაძლებელი. ეს იშვიათი სანახაობაა და ცნობილია, როგორც „ლურჯი სუპერმთვარე“. ამის შესახებ BBC წერს.

ამ დროს მთვარე ჩვეულებრივზე დიდი და კაშკაშა გამოჩნდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ის დედამიწის გარშემო ორბიტაზე მოძრაობისას, მასთან უახლოეს წერტილში მოექცევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღამე მთვარე ლურჯად გამოჩნდება.

მთვარის სახელს არაფერი აქვს საერთო ფერთან, მაგრამ ასე ჰქვია, რადგან ის არ შედის დასახელებული მთვარეების ჩვეულებრივ სქემაში.

ჩვეულებრივ სავსე მთვარე თვეში ერთხელ ხდება, ანუ წელიწადში 12 გამოდის, მაგრამ მთვარის ფაზებს რეალურად 29,5 დღე სჭირდება, ანუ 354 დღე 12 ციკლისთვის.

ეს ჩამოუვარდება კალენდარული წლის 365/366 დღეს, ასე რომ, დაახლოებით ყოველ ორნახევარ წელიწადში ერთხელ, მე-13 სავსე მთვარე გამოჩნდება - ე.წ. „ლურჯი მთვარე“.

ბოლო „ლურჯი მთვარე“ 2021 წლის აგვისტოში იყო და შემდეგი 2026 წელს იქნება.

მაგრამ „ლურჯი მთვარისა“ და „სუპერ მთვარის“ კომბინაცია გაცილებით იშვიათია. ეს ბოლოს 2009 წელს მოხდა და მის ხელახლა სანახავად ლოდინი 2037 წლამდე მოგვიწევს.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ისწავლეთ მადლობის გადახდა! ზოგჯერ ჩვენთვის ეს ერთი თბილი სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მიღებული ჰონორარი“ - რას წერს ზურა შევარდნაძე?

🔵რას მოუტანს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 31 აგვისტოს სავსემთვარეობა - „ეს არის უნიკალური პერიოდი...“

🔵🎥 „ეს დღე 3 ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას გვთავაზობს“ - ასტროლოგი 31 აგვისტოს სავსემთვარეობაზე