Digest Logo

დღეს მზისა და პლუტონის მძიმე დაპირისპირება გველოდება: როგორ გავუმკლავდეთ ამ მოვლენას

1777119420
მზე

25 აპრილს ასტროლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ინტენსიური ასპექტი - მზისა და პლუტონის ბრძოლა აღწევს პიკს. ამ ენერგიების გავლენა თვის ბოლომდე შენარჩუნდება და თითოეულ ჩვენგანს აიძულებს, თვალი გაუსწოროს საკუთარ შიშებსა და მოძველებულ შეხედულებებს. 

რა ხდება ამ დროს?

ეს არის პერიოდი, როდესაც სამყარო „აუდიტს“ გვიტარებს. პლუტონი, როგორც ტრანსფორმაციის სიმბოლო, ანადგურებს ყველაფერს, რაც მკვდარია და განვითარების პოტენციალი აღარ აქვს. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს შინაგანი დაძაბულობა და ჩნდება განცდა, რომ არაფერი გესწრებათ, იზრდება ნევროზულობა და ფეთქებადობა.
რთულდება გონებრივი მუშაობა და კონცენტრაცია. შესაძლოა, შეეჯახოთ გარშემომყოფების მხრიდან ზეწოლას ან თავად გაგიჩნდეთ სხვებზე კონტროლის დამყარების სურვილი.

რაც შეეხება გლობალური მოვლენებს, ამ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენები ჩვეულებრივზე მეტად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე. ასპექტმა შესაძლოა გაააქტიუროს ძველი ფობიები ან აკვიატებული იდეები.

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მათ, ვისაც აწუხებს:

✅ გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი;
✅ თავის ტკივილები და უძილობა;
✅ მეტეოდამოკიდებულება (პლუტონი პასუხისმგებელია ეკოლოგიასა და ამინდზე).

ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ამ დროს ყველაზე ცუდი სტრატეგია ცვლილებებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. რაც უფრო მეტად ვებღაუჭებით ძველს, მით უფრო მტკივნეულია მისი დაკარგვა.

ასტროლოგების რეკომენდაციაა, რომ არ აჰყვეთ აგრესიას: თუ გრძნობთ, რომ კუთხეში მიგამწყვდიეს, შეეცადეთ არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები.

✅ აიღეთ პასუხისმგებლობა:

ნუ ეძებთ დამნაშავეებს გარეთ, დააკვირდით საკუთარ რეაქციებს.

✅ გადაერთეთ სასარგებლო საქმეზე:

საუკეთესო წამალი მეთოდური, მშვიდი მუშაობა და ისეთი აქტივობებია, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

✅ ფსიქოლოგიური ჰიგიენა:

კარგი დროა მედიტაციისთვის, ფსიქოლოგთან ან ასტროლოგთან კონსულტაციისთვის და სპეციალური ლიტერატურის საკითხავად.

✅ მთავარია გახსოვდეთ:

პლუტონი ანგრევს მხოლოდ იმას, რაც უკვე ხელს გიშლით წინსვლაში. გაათავისუფლეთ ადგილი ახალი ენერგიისთვის და გამოიყენეთ ეს პერიოდი პიროვნული ზრდისთვის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ ემშვიდობება სული საყვარელ ოჯახს: გარდაცვლილის მიერ გამოგზავნილი 3 ნიშანი

⭕„ურანს ყოველთვის მოაქვს გათავისუფლება და ეს ქაოსი შექმნის სივრცეს, სადაც გაჩნდება სიახლე“ - რას მოიტანს ურანის ტყუპებში გადასვლა და როგორ იმოქმედებს ეს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

⭕„აიღეთ ფურცელი დაწერეთ ის, რაც ხელს გიშლით და ის, რის მიღწევაც გსურთ“ - სატურნის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ