Digest Logo

დღის რომელ მონაკვეთში სჯობს კვერცხის შეღებვა და რა ცრურწმენები არსებობს სააღდგომო კვერცხთან დაკავშირებით

1714458216
წითელი კვერცხი

რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებულ რიტუალებს ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. ზოგჯერ წესების ზედმიწევნით დაცვისკენ სწრაფვა გარკვეულ მითებსა და შეცდომებსაც წარმოშობს. ხალხს ამ რიტუალების დაცვისას გარკვეული შეკითხვებიც უჩნდება. 

აღდგომასა და კვერცხების შეღებვასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე უპასუხებს:

- არაერთხელ მოგვიკრავს თვალი სოციალურ ქსელში ფრაზებისთვის, რომ კვერცხით შეღებვისას ხახვის ფურცლის გამოყენებას მამაოები კრძალავენ - ხახვი მწარეაო. რამდენად მართალია ეს?

- ეს ცრურწმენაა და არ უკავშირდება ქრისტიანობას. ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ენდროს ძირებს.

- ბევრი ფიქრობს, რომ აღდგომის კვერცხი არ ფუჭდება და ამიტომ მაცივარში საერთოდ არ ინახავს. ეს სწორი საქციელია?

- სწორი არ არის, რადგან აღდგომის კვერცხი მაცივარში უნდა დაიდოს: „არა გამოცადო უფალი ღმერთი შენი“!

- წესით როდის უნდა შეიღებოს კვერცხები, უფრო დღისით თუ ღამით?

- წითელ პარასკევს მწუხრამდე, რადგანაც მწუხრის შემდგომ მეორე დღე იწყება.

- ბოლო დროს ძალიან მიღებული გახდა კვერცხების ჭრელა - ჭრულა ფერებში შეღებვა. ეს ეკლესიურად გამართლებულია?- კვერცხი უნდა იყოს წითელი! ეს უკავშირდება მაგდალინელის სასწაულს, სადაც კვერცხი წითლად შეიღება, ნიშნად ქრისტეს სისხლის დაღვრისა და გამოსყიდვისა. ეს სიმბოლო დასაცავია ნამდვილად!

- ზოგჯერ ოჯახში ძალიან ბევრი კვერცხი იღებება და რჩება კიდეც აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. რა უნდა ვუყოთ ამ კვერცხებს, რომლებიც არ მიირთვეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „არ მჯერა, რომ ამ სიტყვებს ვწერ“ - რა სიახლეა თათია შარანგიას ცხოვრებაში

⭕ „ჩვენ სწორედ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტითა და ღირებულებებით გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ - ირაკლი კობახიძე

⭕ ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს - ქართველებმა კარგად ვიცით ომის და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი

წყარო: www.shin.ge