Digest Logo

„ენერგეტიკული ვამპირები: როგორ ამოვიცნოთ და დავიბრუნოთ საკუთარი ძალა?  

1769443972
ენერგეტიკული ვამპირები

ენერგეტიკული ვამპირები: როგორ ამოვიცნოთ და დავიბრუნოთ საკუთარი ძალა?  - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს Astrologia.ge სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

ენერგეტიკული ვამპირები: როგორ ამოვიცნოთ და დავიბრუნოთ საკუთარი ძალა?  

ორშაბათი — სწორედ ის დღე, როცა „ენერგეტიკული ვამპირები“ ყველაზე მეტად აქტიურდებიან, რადგან სამუშაო კვირის დასაწყისში ჩვენი ენერგია ყველაზე „გემრიელია“.  

აი, ინსტრუქცია საკუთარი თავის გადასარჩენად.

ხომ გქონიათ შემთხვევა, როცა ადამიანთან 5-წუთიანი საუბრის შემდეგ თავი ისე იგრძენით, თითქოს მთელი დღე მძიმე სამუშაოზე იყავით?  

ან იქნებ უმიზეზოდ დაგეწყოთ თავის ტკივილი და მოგინდათ მარტო ყოფნა?

ან წნევა ისე დაგივარდათ დიდი დოზით კოფეინის მიღება გახდა საჭირო? 

ეს არ არის დამთხვევა. თქვენ ახლახან შეხვდით ენერგეტიკულ ვამპირს — ადამიანს, რომელიც საკუთარი რესურსის ნაკლებობას სხვისი ენერგიით „კვებავს“.

როგორ ამოვიცნოთ ისინი? (3 მთავარი ტიპაჟი)

ტიპაჟი 1. „მუდმივი მსხვერპლი“  

მუდამ წუწუნებს, სამყარო უსამართლოა, დახმარებას არ იღებს.

ამ დროს თქვენი შეგრძნება: სიბრალული და სრული გამოფიტვა.

ტიპაჟი 2. „კრიტიკოსი მოსამართლე“ 

პოულობს ნაკლს ყველაფერში, აუფასურებს თქვენს მიღწევებს.

თქვენი შეგრძნება: თავდაჯერებულობის დაკარგვა და დანაშაულის შეგრძნება.

ტიპაჟი 3. „დრამა.“  

მის გარშემო მუდამ ქაოსი, სკანდალი და გადაუჭრელი პრობლემებია. შეგრძნება: შფოთი და „დაჭიმულობის“ განცდა.

ტიპაჟი 4.“ მარად უკმაყოფილო“.

მისი მოსაწონი არავინ და არაფერი შექმნილა სამყაროში. ყველაფერს აქვს ნაკლი მისი გემოვნების გარდა.
შეგრძნება: ენერგეტიკული სისუსტე და ძლიერი დაღლილობა.

როგორ გავთავისუფლდეთ და დავიცვათ თავი?

1. არ მისცეთ ემოციური „საკვები“: ვამპირი იკვებება თქვენი რეაქციით (ბრაზით, შიშით, გადამეტებული თანაგრძნობით). იყავით „ნეიტრალური“ — გამოიყენეთ მეთოდი „ნაცრისფერი ქვა“: იყავით მათთვის ისეთივე მოსაწყენი, როგორც ქვა. ნუ შეხვალთ კამათში.

2. ვიზუალური ფარი: თუ მათთან კონტაქტი აუცილებელია, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს გარშემო გამჭვირვალე, ოქროსფერი კაფსულაა. მათი სიტყვები ხვდება კაფსულას და იფანტება, თქვენს შინაგან სიმშვიდემდე კი ვერ აღწევს. 

3. ენერგეტიკული ჰიგიენა: ასეთი ადამიანის წასვლის შემდეგ, ხელები იდაყვებამდე ცივი წყლით დაიბანეთ. წყალი საუკეთესოდ აცილებს სხვის „მძიმე“ ვიბრაციას.

4. დისტანცია: თუ გრძნობთ, რომ ადამიანი სისტემატურად გცლით, გაქვთ სრული უფლება შეამციროთ მასთან კონტაქტი მინიმუმამდე. გახსოვდეთ: თქვენი სიმშვიდე უფრო ძვირფასია, ვიდრე სხვისი მოთხოვნილება — დაგცალოთ.

მცირე საიდუმლო:

ვამპირი ვერ გეხება, თუ თქვენი ვიბრაცია მაღალია. როცა ხართ მადლიერი, მხიარული და გაქვთ მიზნები, თქვენი ენერგია მათთვის „მიუწვდომელია“ — ის ძალიან ნათელია მათი „ბნელი“ მადისათვის.

დაიმახსოვრეთ: თქვენი ენერგია თქვენი საკუთრებაა. ნუ მისცემთ სხვას უფლებას, მასზე „უფასოდ“ ისადილოს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მიშა „ღადაობს“ და მეც მასთან ერთად...“ - რას პასუხობს სოფო ბედია ნეკა დოროყაშვილის კომენტარს?

🎥 „ის ცეცხლი და სექსი აღარ იქნება წლების მერე, რაც თავიდან იყო, მაგრამ უფრო მაგარი ხდება სიყვარული“ - რამაზ ნოზაძე

⭕„ყველაფრის წყარო ეკლესიაა და მათ გაუთბეთ გული ქრისტესადმი“ - რას ამბობს თეოდორე გიგნაძე