ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, მისი მეუღლე და რამაზ ნოზაძე გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმრები იყვნენ.
გადაცემაში სტუმრებმა სიყვარულზე, ოჯახურ ურთიერთობებსა და იმ ცვლილებებზე ისაუბრეს, რომლებიც პარტნიორებს შორის დროთა განმავლობაში ბუნებრივად ყალიბდება. მათი თქმით, სიყვარული წლების მატებასთან ერთად არ ქრება - ის უბრალოდ სხვა ფორმას იღებს და უფრო ღრმავდება.
რამაზ ნოზაძემ აღნიშნა, რომ ოჯახში მამაკაცის სიძლიერე და პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, თუმცა ურთიერთობაში გადამწყვეტ როლს ურთიერთგაგება და მოთმინება ასრულებს.
რამაზ ნოზაძე:
„კაცი უნდა იყოს ოჯახში ძლიერი, რაღაც საკითხებში შენიშვნებსაც უნდა იძლეოდეს. ხანდახან ქალი რომ ვერ გაიგებს შენიშვნას, ორი დღე გაივლის და იმ კაცს თავად დაავიწყდება ეს შენიშვნა.
ჩვენი სიყვარული გადაიზარდა იმაში, რომ უფრო მშობლიური ტიპები გავხდით. სიცხე რომ ჰქონდა, ვერ მეძინა, ვერ ვეხუტებოდი. ისე გაძლიერდა და ისე შევესისხლხორცეთ ერთმანეთს, რომ პირობითად, რამდენიმედღიანი დაშორებაც კი დისკომფორტს გვიქმნის.
ჩემი აზრით, დროთა განმავლობაში ეს სიყვარული უფრო ძლიერდება. უბრალოდ უნდა გაითავისო, რომ ისე აღარ იქნება ის ცეცხლი, სექსი და გარბენა-გამორბენა. ის ცეცხლი არსად არ მიდის, უბრალოდ გადადის ოჯახში, შვილებში. უფრო მაგარია ცხოვრება, როცა ხვდები, რომ შენი ცოლი და შვილები გვერდით გყავს. უფრო მაგარი ხდება ის სიყვარულიც, რომლითაც დაიწყე.
ამ მომენტს ვერ უძლებენ ახალი წყვილები, პატარა პრობლემა შეიქმნება და ეგრევე იშლებიან, ეჩხუბებიან ერთმანეთს. როცა ამ პრობლემებს წყვეტ, უფრო ძლიერდები“.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაფრის წყარო ეკლესიაა და მათ გაუთბეთ გული ქრისტესადმი“ - რას ამბობს თეოდორე გიგნაძე
⭕„გამოავლინე ერთდროულად მოთმინება, გამძლეობა...“ - 26 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან