Digest Logo

ერთი ფინჯანი ყავა $680-ად - სად იყიდება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყავა?

1759163225
ყავა და წყალი

ყავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია. 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროპელების 67% ყავის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, აშშ-ში კი მოსახლეობის დაახლოებით 64% ყოველდღიურად ერთ ფინჯან ყავას მაინც მიირთმევს. ყველაზე მეტ ყავას (დღეში 8-9 ფინჯანი) ფინეთში მიირთმევენ, ყველაზე ძვირად ღირებული ყავა კი დუბაიში მოდუღდა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. 

„მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყავის ფინჯანი 2500 დირჰამი (680 აშშ დოლარი) ღირს. ის დუბაიში, Roasters Specialty Coffee House-ში 2025 წლის 13 სექტემბერს მომზადდა“, - ვკითხულობთ გინესის რეკორდების წიგნის ოფიციალურ ჩანაწერში.

ერთ-ერთი უიშვიათესი ჯიშის - გეიშას ყავა, რომელიც პანამაში, Hacienda La Esmeralda-ს ფერმაში იზრდება, სპეციალური V60 აპარატის გამოყენებით მომზადდა და მყიდველის აღფრთოვანება დაიმსახურა, თუმცა მისი სახელი მედიაში არ გასაჯაროებულა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სოსისები, ძეხვები, “ნაგეთსები” - როგორ მივხვდეთ, რომელია უსაფრთხო? - ირაკლი არაბულის რჩევები

⭕ „კაშკაშებ...“ - თაკო ჩხეიძის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს

🎥 „უნდა გქონდეს ხილის ჩანთა ფორთოხლებით...“ - ნუკი კოშკელიშვილი ორიგინალურ ვიდეოს აქვეყნებს

წყარო: funtime.ge