Digest Logo

„ეს აღნიშვნა ბევრს ეშლება“ - რას ნიშნავს გიორგი ქოჩორაშვილის გოლების აღნიშვნის ჟესტი

1726032344
გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გიორგიმ საზოგადოებას თავისი გოლის აღნიშვნის ჟესტის მნიშვნელობა განუმარტა.

„ეს აღნიშვნა ბევრს ეშლება, ჩემთვის არის კაპიტანი ამერიკა, როგორც მოგეხსენებათ მისი ისტორია, ბავშვობაში ძალიან ცუდი იყო, მაგრამ შეუპოვრობა ჰქონდა, რომელიც მეც გამაჩნია, ასე ვფიქრობ, ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა რომ სუსტი ვიყავი, არ ვიქნებოდი მზად არც დიდი ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირველი ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია ამ დონეზე თამაში და შემდეგ ყველას დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი ვარ, ძლიერი ვარ და გავაგრძელებ წინსვლას“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

ცნობისთვის, 10 სექტემბერს ქართველმა ფეხბურთელებმა ალბანელები  ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთთან ანგარიში 71-ე წუთზე გახსნა. საჯარიმოს გარედან უზუსტესი დარტყმით საქართველოს ნაკრები 1:0 დააწინაურა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ინგას სიკვდილი აღარ უნდოდა, რადგან უკვე მკვდარი იყო... მკვდარი იყო და ხალხს უმალავდა“ - ამონარიდი წიგნიდან, რომელიც ილია თოფურიას დედაზე იწერება

🎥 „ვგრძნობდი, რომ ჩვენ ძალიან გვებრძოდნენ...“ - ქართველი მოცეკვავეები, მსოფლიო ჩემპიონები ზედიზედ მეორედ გახდნენ