Digest Logo

🎥 „ვგრძნობდი, რომ ჩვენ ძალიან გვებრძოდნენ...“ - ქართველი მოცეკვავეები, მსოფლიო ჩემპიონები ზედიზედ მეორედ გახდნენ

1725984671
აკა მოდებაძე

ორგზის ქართველი მსოფლიო ჩემპიონები სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში, რომლებმაც ბულგარეთში, ქალაქ ბურგოსში მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვეს სტუმრად გადაცემაში „იმედის დღე“ იმყოფებოდნენ, სადაც მაყურებელს ემოციები და სამომავლო გეგმები გაუზიარეს.

გვანცა ციხელაშვილმა და აკა მოდებაძემ დეტალურად აღწერეს კონკურსის მიმდინარეობა და ბრძოლის გზა, რომელიც მათ გაიარეს:

„ბევრად რთული ყოფილა ტიტულის დაცვა, ვიდრე მოპოვება. რომ ინარჩუნებ ვხდები, რომ მარტო მოცეკვავეები არ გეჯიბრებიან არა მარტო მოცეკვავეები, არამედ ქორეოგრაფები და მათი მწვრთნელები. ჯამში 15 ქვეყანა იყო წარმოდგენილი საუკეთესო წყვილებით და ვგრძნობდი, რომ ჩვენ ძალიან გვებრძოდნენ. განსაკუთრებით ამერიკა და ბულგარეთი“, - ამბობს გვანცა ციხელაშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕სერია ა-ს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა 10-ეული - ხვიჩა კვარაცხელია სიაშია

⭕„იმ დღეს ჩემი დიდი ოჯახი მიხვდა, რომ სიცოცხლე ღირდა, თუნდაც ამ გამარჯვებისთვის“ - ამონარიდი წიგნიდან, რომელიც ილია თოფურიას დედაზე იწერება

🎥 „ფეხბურთის თამაშის დროს კარში მაყენებდნენ“ - ნონა გაფრინდაშვილის უდიდესი წარმატების ისტორია