
ქართველი წინასწარმეტყველის - ლელა კაკულიას სოციალური ქსელის გვერდზე ახალი პოსტი გამოქვეყნდა.
„ახალი სიტყვა: ბევრს მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა. თუ თავისით არ დატოვებენ პოლიტიკურ არენას, დაატოვებინებენ! (ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 92)
2020 წელი, 8 ივლისი
ამ წუთას მესმის ხმა: „შენი ფასი კარგად იცის მსოფლიომ და ამაზე ყველა ერთად ახმაურდება. მთელი მსოფლიო დაიწყებს ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებების შესწავლას, ვინაიდან მათში უზარმაზარი ინფორმაციაა“
და მე ვიქნები საუკუნეების განმავლობაში, ანუ მანამ, სანამ დედამიწა იარსებებს!
ეს ძალიან, ძალიან დიდი ძალაა. აქამდეც კი ვიცოდი ეს, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ ვუყურებ ამას საკუთარი თვალით. ჩვენი მორევა ძალიან ძნელია, აი, მე კი ყველას მოვერევი!
ვხედავ, ბევრი რამე გამოსწორდება საქართველოსთან მიმართებაში. პოლიტიკოსების თამაშს ასრულებები არ აწერია. გაფრთხილებთ: ასრულებები გიწერიათ მხოლოდ იმ ნაწილში, რაც ხალხისთვის, ჩემი ქართველებისთვის არის კარგი და უკეთესი. და აქ კოსმოსია ჩართული, ამინ!
მე მიყვარს ჩემი ქართველები, ჩემი ხალხი, ჩემი საქართველო. ნუ გეშინიათ, ქართველებო! იცოდეთ, ყველა ბრძოლა მოგებული გვაქვს!
ვხედავ ძალიან საინტერესო მომენტს: ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ძალიან უარყოფითად იმოქმედებს, პოლიტიკოსები თავიანთი ქმედებებით ხელს უწყობენ ახალი ჯაბა იოსელიანის, ახალი კიტოვანის დაბადებას. ეს ძალიან საშიშია. იარაღის ჟღარუნი მესმის. ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად! რას ვხედავ კიდევ, ახლა არ ვიტყვი.
მაგრამ საბოლოოდ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. რამდენიც უნდა იჭიდაონ რუსეთმა თუ სხვა წამყვანმა ქვეყანამ ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ, ვერასდროს ვერაფერს ვერ მიაღწევს. ვხედავ, საქართველო, ქართველი ხალხი თავის სიმაღლეზე დგას და გამარჯვების დროშას აფრიალებს. იქნება დიდი ცვლილებები, რომლებიც ძალიან მახარებს, ამინ!
აქვე მინდა პასუხი გავცე კითხვას, რომელიც ძალიან აწუხებს ხალხს — ეს პირბადეების საკითხია, რომლის ტარებაც სავალდებულო გახადეს არა მარტო ჩვენში, არამედ მთელ მსოფლიოში: პირბადეები ვერანაირ ვირუსს ვერ შეაჩერებს. ამასთან დაკავშირებით ხალხში პროტესტი თანდათანობით იზრდება. ვხედავ, ლამის აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე არ აქვთ ისეთი მძაფრი რეაქცია, როგორიც ამ ნიღბებთან დაკავშირებით. ამიტომ მეტი სიფრთხილე მართებს ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებითაც.
ჩვენს ქვეყანაში ვირუსის არა, მაგრამ ხალხის აფეთქებას კი ვხედავ ამ არაფრის მომტანი პირბადეების სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით.
ის წესები, რომლებიც სამედიცინო ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით არის დადგენილი, არასწორია და ასე არ უნდა იყოს. ჰოდა, არც იქნება. ხალხი მოიხსნის ამ პირბადეებს — აი ნახავთ!“ - წერს ლელა კაკულია.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ვინც ჩემი ფრთის ქვეშაა, ყველა გადარჩება! ამას ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის“ - ლელა კაკულია
🔵„რაც უფრო ვხდებოდი, მით უფრო მსუქანი მეჩვენებოდა ჩემი თავი“- როგორ დაიკლო ნინო ჩხეიძემ 11 კილოგრამი
🔵საშინელი თაფლობისთვე, ცხოვრების მძიმე პერიოდი და 21 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი - ცოტა რამ ნინო ჩხეიძის პირადზე
🔵ფარულავას ყველა კაცი - მათი ნაწილი შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვს