
ცნობიერების განვითარება მხოლოდ ფილოსოფოსებისა და ფსიქოლოგების ინტერესის სფერო აღარ არის. დღეს მეცნიერები, ტექნოლოგიური ნოვატორები და განათლების სპეციალისტებიც ამტკიცებენ, რომ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების გაფართოება წარმოადგენს XXI საუკუნის მთავარ გამოწვევასა და პროგრესის საწინდარს.
ის, ვინც ცდილობს განავითაროს საკუთარი აზროვნება, ყოველდღიურ ცხოვრებას ახალი თვალით უყურებს. ასეთი ადამიანი წიგნებს მხოლოდ ცოდნისთვის კი არ კითხულობს, არამედ მათში პასუხებს ეძებს საკუთარ კითხვებზე. დროის ნაწილს მედიტაციასა და თვითანალიზს უთმობს, ტექნოლოგიებს კი ინსტრუმენტად იყენებს, რათა საკუთარი ცნობიერება და არეალი გააფართოოს. მისი მიზანია, არა მხოლოდ მეტი ინფორმაცია მიიღოს, არამედ ისწავლოს კრიტიკული აზროვნება, საკუთარ ემოციებთან გამკლავება და სამყაროსთან უფრო ჰარმონიული ურთიერთობა.
ადამიანი, რომელიც საზოგადოებას ცნობიერების განვითარებაში ეხმარება, მენტორი ეთო ნასყიდაშვილია, რომელმაც სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა:
„ეს მოკლე ვიდეო ეხება ადამიანებს, ვინც არის მაძიებელი, ვინც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეძებს რაღაცას, ჭეშმარიტებას, რომელსაც ხან ღმერთს, ხან სამყაროს და საკუთარ თავს ეძახის და ჯერაც ვერ უპოვია.
შენ მთელი შენი ცხოვრება ეძებ საკუთარ თავს. სადაც არ უნდა ეძებდე, წიგნებში, გარეთ, სოციუმში, სხვა ადამიანებში, თეორიებში, რელიგიებში თუ სხვადასხვა სწავლებებში, შენ იქ არ ხარ. შენი ტვინი გეძებს მხოლოდ შენ, მაგრამ ვერ გპოულობს, რადგან ის ვინც შენ ხარ, არ შეიძლება მისი აღწერა, მას სახელი არ აქვს, არ შეიძლება მისი შეფასება, აღწერა და ფორმის მიცემა. ამიტომაა, რომ შენ ხან ვინ გგონია შენი თავი და ხან ვინ. ხან მას ბავშვობაში ეძებ, ხან სხვა ცხოვრებაში, განზომილებაში, სივრცეში.
ის ვინც შენ ჭეშმარიტად და ნამდვილად ხარ, მისი აღწერა შეუძლებელია. ტვინი ვერასდროს დაგინახავს შენ. ტვინით კი საკუთარ თავს ვერასდროს იპოვი. ერთადერთი, სადაც შეგიძლია დაჯდე და ჭეშმარიტება იპოვო, ხარ შენ.
საკუთარ თავს, რეალურს, ნამდვილს და ჭეშმარიტს დაინახავ მაშინ, თუკი გონებას გააჩუმებ და ფოკუსს იმ სიცარიელეზე, სივრცეზე გადაიტან, საიდანაც ყველაფერი იშლება, საიდანაც ყველაფერი ვლინდება. შენ არ ხარ სხეულში, სხეულია შენში, ტვინიც, ყველა თეორია, ყველაფერი რაც ოდესმე ყოფილა, ყველაფერი არის შენში და შენ ხარ მანამდე. შენ ხარ სივრცე, რომელიც ამ ყველაფერს ავლენს.
დაივიწყე ყველაფერი, რაც იცოდი, გაუშვი. ადამიანი მთელი ცხოვრება ივსება ინფორმაციით, ბოლოს ხვდება, რომ ყველა ინფორმაცია აღარ ემსახურება. თუ გინდა, იმას მიაგნო, ვინც ნამდვილად ხარ, უბრალოდ შეწყვიტე ძიება.
ძიება არის მახე, რადგან შენ უკვე ხარ აი, აქ. დაჯექი, შეწყვიტე გარეთ ფოკუსირება, გადახედე რა ინფორმაციით არის შენი ცნობიერება სავსე და დააცარიელე, დააკვირდი, ყურადღების ფოკუსი გადაიტანე არაფერზე. რაც დარჩები ის ხარ შენ. მიხვდები, რომ შენ არც სახელი გაქვს, არც ფორმა, უბრალოდ ხარ! ყოველთვის იყავი და ყოველთვის იქნები, რადგან ეს არის უბრალოდ მდგომარეობა! ხარ!“, - ამბობს ეთო ნასყიდაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მინდა, ამ ქვეყანას ჩემი სახელი ოქროს ასოებით დავუტოვო“ - სანდრო ბაზაძე
🎥 „ნამდვილი ქალბატონი... საოცარი ხარ“ - თამო ვაშალომიძე ულამაზეს ლუქში პოზირებს