
მსოფლიოს თასის გამარჯვებული სანდრო ბაზაძე „OK! Magazine Georgia“-ს სამომავლო გეგმებზე ესაუბრება.
მისი თქმით, დიდი გამარჯვების ხელშემწყობი ფაქტორი შრომაა.
სანდრო ბაზაძე აღნიშნულ სპორტში გაჩერებას არ აპირებს და უნდა კიდევ ბევრი ტიტული მიიღოს:
„უბრალოდ, არ უნდა გაჩერდე. თუ გაჩერდი, ვერ მიხვალ იმ დიდ წარმატებამდე. ამიტომ უნდა იბრძოლო, უნდა იშრომო და არასდროს გაჩერდე. ეს ჩემს თავზე გამოვცადე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გავაგრძელებ კვლავ ამ სპორტში მუშაობას. ასაკი ციფრებია და თუ საყვარელ საქმეს აკეთებ და შრომისმოყვარე ხარ, არაფერია ასაკი, ყველაფერი წინაა.
ვიბრძვი და ვიბრძოლებ მომავალშიც, კიდევ მინდა შევიმატო ტიტულები და გავაგრძელებ შეჯიბრების მოგებას.
მინდა ამ სპორტს და ქვეყანას ჩემი სახელი ოქროს ასოებით დავუტოვო და ბავშვებს, მომავალ თაობას მივცე იმის ხელშესახები მაგალითი, რომ ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი“, - ამბობს სანდრო ბაზაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ნამდვილი ქალბატონი... საოცარი ხარ“ - თამო ვაშალომიძე ულამაზეს ლუქში პოზირებს