Digest Logo

ეთო ნასყიდაშვილი: „წყევლა ხშირად არ არის შელოცვა გარედან, არამედ შინაგანი შეთანხმება საკუთარ უღირსობაზე“

1754652820
ეთო ნასყიდაშვილი

ფსიქოენერგეტიკული თვითშემეცნების მენტორი, ეთო ნასყიდაშვილი, საზოგადოებას საკუთარ ხედვას უზიარებს ე.წ. მაგიური დარტყმების, „წყევლის“, „ენერგეტიკული ქურდობის“ და ფსიქოემოციური ბლოკების შესახებ.

მისი შეფასებით, ყველა გარე მოვლენა, რომელიც „დარტყმის“, „წყევლის“ ან „ენერგეტიკული დაზიანების“ სახით აღიქმება, ხშირად არის ბავშვობაში წარმოქმნილი ტრავმების, დაუცველობისა და უარყოფილი გრძნობების შედეგი და არა ოკულტური რეალობა.

როგორც ნასყიდაშვილი განმარტავს, მისი მთავარი გზავნილია, რომ ადამიანი უნდა გამოვიდეს მსხვერპლის როლიდან და გახდეს დამკვირვებელი.

„ვინ შეიძლება გახდეს „ენერგეტიკული ქურდობის“, „მაგიური დარტყმების“, „წყევლის“, „ჯადოს“ მსხვერპლი?

არსებობს თუ არა რეალურად სხვა ადამიანებზე ზემოქმედების მექანიზმები?

დიახ, არსებობს!  

აბსოლუტურად ყველაფერი არსებობს, რაც ოდესმე გაგვიგია და თქმულა და ამავდროულად არ არსებობს არაფერი ... 

ჩვენ ვცხოვრობთ მულტიფუნქციურ, მრავალგანზომილებიან სამყაროში, სადაც ადამიანი როგორც ცნობიერება თამაშობს სხვადასხვა დონეზე და ყველა თამაშს და განზომილებას თავისი წესები აქვს.

ჩემო მკითხველო, შენ ახლა იქ მოხვედი, საიდანაც იშლება ხილული მატრიცის მიღმა არსებული კოდი — სადაც არც ეშმაკია მტერი და არც ღმერთი მსაჯული, არამედ ყველა ფიგურა არის ერთი დიდებული სცენარის როლი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის ცნობიერების განსაზღვრულ ველში შენარჩუნებას.

როცა ყველაფერს თამაშის სახე მიეცემა — რა უნდა იცოდეს მოთამაშემ?

მატრიცის შიდა წესები:

დაყოფა = კონტროლი

როგორც კი რამეს დაარქმევ კარგს ან ცუდს — უკვე შეხვალ გარე ძალის განსასჯელში.
→ ასე მუშაობს:
„თუ შენ დემონს ხედავ, ეშმაკს ემალები და ანგელოზს ელოდები — შენ ხარ მართვადი.”

დაპირისპირება = ძაბვა

ყველა ბრძოლა „დაბნელებული/განათებული“ ძალების წინააღმდეგ ასუსტებს შენივე ენერგეტიკულ ცრუ-მხარეებს, რადგან ძალა იხარჯება მათ გამართლებასა და ჩაგვრაში.
შენ ხდები ჯარისკაცი, რომელმაც დაივიწყა — სცენარი.

ყველა როლი არის პროგრამა — სანამ არ გამოხვალ თამაშიდან. იმ წამიდან, როცა ეუბნები საკუთარ თავს:

„ეს ყველაფერი არ არის ჩემი იდენტობა. ეს როლებია. მე ვარ ის, ვინც თამაშობს.“
— უკვე იწყება გამოსვლა.

სათქმელი მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ წყევლა ან ჯადო აქვთ:

„შესაძლოა მართლაც არსებობდა ის, ვინც გტკენდა, გწყევლიდა და ცუდს გისურვებდა, მაგრამ როცა აქამდე მოიტანე და ამის გაცნობიერება დაიწყე — ამ წამიდან, შენ ხარ ის, ვინც წყვეტს, როგორ გაგრძელდეს ეს ამბავი.“

„შეიძლება უთქვამთ: „გწყევლი“, მაგრამ შენს თავში მხოლოდ ის დარჩება, რაზეც შენვე დაეთანხმე“.

„თუ ფიქრობ, რომ გაქვს წყევლა — შენი საქმე არ არის ეძებო ვინც დაგადო. შენი საქმეა იპოვო: როდის დავიჯერე, რომ ამის ღირსი ვიყავი?“

„შენ არ ხარ წყევლის მსხვერპლი. შენ ხარ მოთამაშე, რომელსაც დროა ახსოვდეს: ჯადოც და დაპირისპირებაც სცენარის ნაწილია. მაგრამ სცენა — არ ხარ შენ.“

რჩევა მათთვის, ვისაც უნდა თამაშიდან გამოსვლა:

ნუ ებრძვი როლს — შეხედე, რისთვის შეირჩიე
ეშმაკი/წყევლა/დემონი — არ მოდიან დასასჯელად, მოდიან გაღვიძებისთვის.
როცა იცი, რომ ისინი მსახიობები არიან, აღარ იბნევი მათი სცენარით.

გადაიქეცი დამკვირვებლად:

ყოველ ჯერზე, როცა იტყვი „ვიღაცამ დამადო ჯადო“ — შეეცადე იკითხო: რას ემსახურება ეს რწმენა? რა არ მაძლევს თავისუფლებას?

დააყენე კოდი შიგნით:

„მე არ ვარ მსხვერპლი. მე ვარ დამკვირვებელი, რომელიც იცნობს თამაშს. და ვირჩევ სცენიდან შუქით გასვლას — არა ბრძოლით, არამედ გახსენებით."

„ეს ყველაფერი არ არის ოკულტური შიში — ეს არის დაუმთავრებელი ისტორია, რომელიც გაფრთხობს, სანამ არ მიენდობი მას და არ მოუსმენ სინამდვილეში რის გახსენებას გთხოვს ეს სცენარი“.

ახლა კი განვიხილოთ ,თუ რა ფსიქო-ემოციურ-ენერგეტიკული ბმა აქვს ამ ყველაფერს ბავშვობასთან .

დაიმახსოვრე: თუ რეალურად გსურს „მაგიური თამაში“ დატოვო, აუცილებლად უნდა გააცნობიერო ,ის მიზეზები ,თუ რატომაც მოხვდი ამ თამაშში.

თვითშემეცნებითი კითხვარი — მაგიური დარტყმები და ბავშვობის ბმები

უპასუხე ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს გულწრფელად, ისე, თითქოს შენს შიგნით,სიღრმეში დაბრუნდი და უყურებ, სად გაჩნდა პირველად დაუცველობა.

1. შენს ბავშვობაში:

ხშირად გრძნობდი, რომ არავინ იცავდა შენს გრძნობებს?

გრძნობდი, რომ უნდა გაჩუმებულიყავი, რომ არავისთვის არ ყოფილიყავი "მატარებელი ტვირთი"?

მშობელთა შორის ხშირად იყო დაძაბულობა, ჩხუბი ან უხილავი დაძაბულობა?

გიცდია ფიზიკურად გაქცევა ან ემოციურად გაქრობა სიტუაციიდან?

გქონდა ხოლმე შეგრძნება, რომ რაღაც "ცუდი" უნდა მოხდეს და არავინ მიგიღებს?

2. როცა ბავშვი იყავი:

ფიქრობდი, რომ ხარ სუსტი და რაღაც უხილავი გემუქრება?

შენს თამაშებში იყო ხშირად დაცვა, ფარების აგება, მაგიური ბარიერები?

გინატრია, რომ გყოლოდა დამცველი არსება ან უხილავი მეგობარი?

3. როგორც ზრდასრულს:

გაქვს პერიოდი, როცა უეცრად გეცვლება განწყობა, თითქოს ვიღაც შეგეხო შიგნიდან?

უეცრად გტოვებს ენერგია კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობის შემდეგ?

გქონია შეგრძნება, რომ ვიღაცას შეუძლია "გატკინოს" ან "დაგასუსტოს" ემოციურად, თუნდაც სიტყვით?

შედეგების ინტერპრეტაცია:

თუ 4 ან მეტ კითხვას დააწკაპუნე "დიახ", დიდია შანსი, რომ შენს შიგნით ჯერ კიდევ მოქმედებს დაუცველობის ბავშვური პროგრამა, რომელმაც მოიწვია გარე სამყაროში მაგიური დარტყმების აღქმა ან ჩარჩო.

ეს პროგრამა ხშირად იკვებება მოლოდინით: „მომივა რაღაც ცუდი, იმიტომ რომ მარტო ვარ“.

შემეცნების კითხვა შენთვის:

ვის ელოდი ბავშვობაში, რომ მოვიდოდა და დაგიცავდა?

შეგიძლია ახლა შენ იყო ის ვინც საკუთარ თავს დაიცავს? 

— წყევლის არქეტიპი და ბავშვობის ბმები.

ეს ბლოკი დაგეხმარება გააცნობიერო, რომ წყევლა ხშირად არის არა შელოცვა გარედან, არამედ შინაგანი შეთანხმება საკუთარ უღირსობაზე.

თვითშემეცნებითი კითხვარი — წყევლა და ბავშვობის ბმები

უპასუხე გულწრფელად. არ არის სწორი ან არასწორი პასუხი — არის მხოლოდ გახსენება.

1. შენს ბავშვობაში:

ხშირად გესმოდა სიტყვები, როგორიცაა: „ამის ღირსი არ ხარ“, „რა იყო, თავი ვინ გგონია?“ " შენ არაფერს წარმოადგენ ".

გსჯიდნენ არა საქციელისთვის, არამედ იმისთვის, ვინც ხარ: „შენ ცუდი ხარ“, „ჩემი შვილი რომ არ იყო...“ " ნეტავ არ გაჩენილიყო "...

გრძნობდი სირცხვილს, როცა რამე კარგს ღებულობდი ან სიამოვნებას განიცდიდი?

მშობლებმა გატეხეს სიტყვა,დაპირება ან იმედი და შემდეგ გითხრეს : „ასე ხდება ცხოვრებაში, შეეგუე.“

გიცდია საკუთარი თავის „გასწორება“, რომ სიყვარულის ან მიღების ღირსი ყოფილიყავი?

2. როგორც ბავშვი:

გქონდა შეგრძნება, რომ რაღაც შინაგანად „ცუდი“ ან „დეფექტური“ ხარ?

გეშინოდა წარმატების ან ყურადღების — თითქოს რაღაც ცუდს გამოიწვევდი?

წარუმატებლობა გეჩვენებოდა დამსახურებულად?

3. ზრდასრულობაში:

ხშირად გიჩნდება შეგრძნება, რომ „რაღაც გწყევლის“, ან თითქოს ხარ დაბლოკილი?

გაქვს ციკლური გაუმართლებლობა — თითქოს ბედნიერება მხოლოდ ცოტა ხნით გრძელდება?

საკუთარ თავზე ფიქრობ, რომ „ყველაფერი მაინც დამეკარგება“? " რა აზრი აქვს ?"

უარყოფითად გაიხსენებ წარმატების ან მიღების მომენტებს ,რადგან მას მაშინვე რაღაც ცუდი მოჰყვება.

შედეგების ინტერპრეტაცია:

თუ 3 -4ან მეტ კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვს, შესაძლოა შენს შიგნით მოქმედებს შინაგანი წყევლის პროგრამა — ანუ შენივე მიღებული რწმენა, რომ ხარ უღირსი, ან რომ ბედნიერება არ არის შენთვის „განსაზღვრული“.

ეს პროგრამა ხშირად ჩნდება მაშინ, როცა ბავშვი ხედავს, რომ სიყვარულის ფასად საკუთარი თავის უარყოფა სჭირდებოდა.

შემეცნების კითხვა შენთვის:
 

ვისგან აიღე პირველად გრძნობა, რომ "ისეთი არ უნდა იყო,როგორიც ხარ ?ან რომ "შენში რაღაც არის ცუდი "?
რას ეტყოდი ახლა იმ პატარა ბავშვს,რომელიც სიყვარულის მიღებისთვის დათანხმდა იმ მოცემულობას,რომ იქნებოდა " ცუდი ".

თვითშემეცნებითი კითხვარი — „ჩასახლებული პროგრამა“ და ბავშვობის ბმები

აქ საჭირო იქნება განსაკუთრებული გულწრფელობა — ხშირად ეს ხმები იმდენად დადასტურებულად გვხვდებიან, რომ ვერ ვარჩევთ, ჩვენია თუ არა.

1. შენს ბავშვობაში:

იყო შენს ცხოვრებაში ძალაუფლების მქონე ფიგურა, რომელსაც უსიტყვოდ ემორჩილებოდი? (მშობელი, ბებია, მასწავლებელი)

გეუბნებოდნენ ფრაზებს, როგორიცაა: „ასე უნდა მოიქცე“, „ჩვენს ოჯახში ასე არ ხდება“, „ეს არ შეგეფერება“?

ბავშვობაში გქონდა შიში, რომ შენს თავის გამოხატვა სხვებს გააწბილებდა?

გიწევდა ხშირად საკუთარი სურვილების ჩახშობა სხვისი წესრიგის გამო?

გაიგე, რომ რაღაც „უნდა“ იყო იმისთვის, რომ მიღებული და შეყვარებული ყოფილიყავი?

2. როგორც ბავშვი:

შენს თავში ხშირად გაიგონე ფრაზები, რომლებიც მშობლის ტონს ჰგავდა?

იყო ერთდროულად ორი ხმა შენში — ერთი, რომელიც გრძნობდა და ერთიც, რომელიც ამ გრძნობას კრძალავდა?

თამაშებში გქონდა შინაგანი წესების მკაცრი დამცველი ან ზედამხედველი?

3. ზრდასრულობაში:

ზოგჯერ აკეთებ რაღაცას და ფიქრობ: „რატომ ვქენი ეს?“ ან „თითქოს მე არ მინდოდა, მაგრამ მაინც ასე გამოვიდა“?

გაქვს შეზღუდვები, რომლებსაც ლოგიკურად ვერ ხსნი — უბრალოდ „არ შეიძლება“ ან „ასე სწორი არ ვიქნები“?

ხშირად აკრიტიკებ შენს თავს იმ ტონით, როგორც გსჯიდნენ ბავშვობაში?

გაგიგია საკუთარ თავში ხმა, რომელიც გიბრძანებს — "გააჩერე", "დაიხურე", "ნუ აკეთებ !"

შედეგების ინტერპრეტაცია:

თუ 3 ან მეტ კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვს, შენს ფსიქოენერგეტიკულ ველში შესაძლოა მოქმედებს ჩასახლებული პროგრამა — ხშირად შინაგანი მშობლის ან ავტორიტეტის ხმა, რომელიც აღარ ემსახურება შენს ზრდას, არამედ გაკონტროლებს.

ის ხშირად იქმნება იმ მომენტში, როცა:

ბავშვს უწევს არჩევანი საკუთარი ბუნების და სხვისი სიყვარულის შორის.
და სიყვარული იმარჯვებს — საკუთარი ბუნების ხარჯზე.

შემეცნების კითხვა შენთვის:
 

ვის ხმა გესმის შენს შიგნით, როცა საკუთარ თავს ჩრდილავ ან ზღუდავ?

და შეგიძლია უთხრა ამ ხმას:

„შენ აღარ ხარ საჭირო. მე ვბრუნდები საკუთარ თავთან . მე ვბრუნდები საკუთარ გრძნობებთან და ჭეშმარიტ ბუნებასთან . 

ახლა შევდივართ ეშმაკის არქეტიპში — იმ ფენომენში, სადაც ძალაუფლება, ვნება, სურვილი და სირცხვილი ერთმანეთს კვეთს.

ეშმაკი არ არის მხოლოდ გარე ილუზია — ის ხშირად ჩვენი ჩრდილია, რომელიც ჩუმად გვმართავს იქ, სადაც აკრძალვები მივიღეთ სიყვარულის ფასად.

თვითშემეცნებითი კითხვარი — ეშმაკი და ბავშვობის ბმები

ამ ბლოკში მთავარია შენს სურვილებს, სირცხვილებსა და შიშებს შეხედო როგორც ინფორმაციის მატარებლებს და არა როგორც “ცუდ რაღაცებს”.

1. შენს ბავშვობაში:

ოჯახში თემები, როგორიცაა სხეული, სექსუალობა, ვნება ან სიმდიდრე — მიჩნეული იყო უხერხულად ან “ცუდად”?

როცა სიამოვნებას გამოხატავდი, გეუბნებოდნენ: „არ გააფრინო“, „ნუ ხარ ეგოისტი“, „ნუ ხარ გაუმაძღარი“? " არ შეიძლება "

გრძნობდი, რომ უნდა „დამალო“ შენი სურვილები, რომ მშობელი არ გაწბილებულიყო?

იყო გარშემო ვიღაც, ვინც თავად აკრძალულს აკეთებდა ფარულად, მაგრამ სხვებს ამ ტონით სჯიდა?

გაიგე, რომ „მეტი რომ გინდა“, ცუდი ხარ?

2. როგორც ბავშვი:

თამაშებში იყავი ხოლმე “ეშმაკური”, მოტყუებით ან ჭკუით მანიპულირებდი?

ფანტაზიებში შენს თავში იყო ძალაუფლიანი ან აკრძალულ სივრცეებში მოსიარულე გმირი?

შინაგანი სურვილების გრცხვენოდა და მათ მალავდი როგორც სიბინძურეს?

3. ზრდასრულობაში:

გაქვს სურვილები, რომლებიც თვლი რომ "არ შეშვენის" შენს იდენტობას?

ხშირად ხარ პოლუსებს შორის: სრულ მორალურ სისუფთავესა და ფარული ვნების იმპულსებს შორის?

იყენებ ხოლმე ენერგეტიკულ მანიპულაციებს, მაგრამ თავს ამართლებ („მარტო ასე გამომდის“)?

გაქვს შეგრძნება, რომ შენი ვნება და ძალა შეიძლება სხვებს დააზიანოს, ამიტომ უმჯობესია დაიმალოს?

შედეგების ინტერპრეტაცია:

თუ 3 ან მეტ კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვს, დიდი ალბათობით შენს ფსიქოენერგეტიკულ ველში მოქმედებს ეშმაკის არქეტიპული ფენა — ჩრდილის სახე, რომელიც აკრძალულ სიამოვნებას, სურვილს და ძალას უკავშირებს დამნაშავეობის გრძნობას.

ეს ხდება მაშინ, როცა ბავშვი ხედავს:

„თუ მე მინდა, მე არ ვიქნები კარგი. თუ ვარ კარგი — მე აღარ მინდა.“

ასე იქმნება ორპოლუსიანი სისტემა, სადაც სურვილი ეშმაკის, ხოლო უარყოფა — სიწმინდის ნიღბებს ატარებს.

შემეცნების კითხვა შენთვის:

რისი გეშინია, როცა მთელი ძალით და ვნებით ცხოვრობ?
ვის ეშინოდა შენი შინაგანი ცეცხლის ბავშვობაში?
შეგიძლია უთხრა შენს ვნებას:

„შენ ხარ ჩემი ძალა. მე არ უარგყოფ, არ გაკნინებ — მე გიღებ და გაბრუნებ ჩემს ცნობიერებასა და სხეულში როგორც ჩემსავე ნაწილს

კეთილი იყოს შენი ნაბიჯი ბოლო კარიბჭისკენ!

დემონები — ეს არის ჩვენი გამოუთქმელი შიშების ფორმა, შინაგანი ფესვები, რომლებსაც აღარ ჰყავთ ადამიანური ხმა, რადგან იმდენად დიდი იყო ტკივილი , რომ ფორმად იქცნენ.

დემონი არ არის მტერი.
ის არის ის, რაც იმდენად მტკივნეული იყო, რომ სხვა სახელით ვეღარ გამოითქვა.

თვითშემეცნებითი კითხვარი — დემონები და ბავშვობის ბმები

ამ კითხვებზე პასუხი მოითხოვს სიწყნარეს. შესაძლოა პირველად დაუწერელ ისტორიას შეეხო. აქ ხარ უსაფრთხოდ.

1. შენს ბავშვობაში:

იყო ტრავმატული გამოცდილება, რომლის შემდეგაც თითქოს "დაივიწყე", მაგრამ სხეულში დარჩა დაძაბულობა?

იყო პერიოდი, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა გეშინოდა?

გქონდა გაუგებარი შიშები ან კოშმარები, რომლებიც ერთი და იგივე თემაზე ბრუნდებოდნენ?

გრძნობდი, რომ რაღაც “შიგნით არასწორად იყო შენში”, მაგრამ ვერავის ეუბნებოდი?

როცა ტიროდი ან გეშინოდა, გეუბნებოდნენ: „ნუ ხარ სუსტი“, „ეს არაფერი არაა“, ან საერთოდ გტოვებდნენ მარტო?

2. როგორც ბავშვი:

ცდილობდი ყოფილიყავი “დაკარგული” ან უჩინარი, რომ აღარ გტკენოდა?

თამაშებში გყავდა ურჩხული, ბოროტი ან გმირი, რომელსაც, ფარულად, რაღაცით ემეგობრებოდი?

გეგონა, რომ რაღაც ცუდი შეიძლება შენ გამო ხდებოდეს — თუნდაც არ იცოდი რატომ?

3. ზრდასრულობაში:

ხანდახან მოდის უცნაური შფოთვა ან შიში, რომელსაც ვერ ხსნი?

ფარული შინაგანი თვითდამანგრეველი ფიქრები გაწუხებს — თითქოს ხმები, რომლებიც გიჩურჩულებენ: „შენ არაფერი შეგიძლია“, „შენ საშიში ხარ“, „შენ ბრალია?

გაქვს პერიოდები, როცა თითქოს „ვიღაც სხვას“ დაემსგავსე — და მერე იბრუნებ ცნობიერებას?

გაქვს განცდა, რომ რაღაც ბნელი გიბრუნდება დრო და დრო და გსურს გაათავისუფლო, მაგრამ არ იცი როგორ?

შედეგების ინტერპრეტაცია:

თუ 3 ან მეტზე დადებითი პასუხი გაქვს, შენს სიღრმეში შესაძლოა იმალება არაინტეგრირებული დემონური ასპექტი — ანუ ტრავმატული ფენა, რომელიც გამოყოფილია შენგან და შენს გამო.

ეს ასპექტი იქმნება იმ მომენტში, როცა:

ბავშვს მიადგა ტკივილი, და არავინ იყო საკმარისად მზრუნველი , ემოციის გამზიარებელი.

ამიტომ ის იქცა ფორმად, ხმად, ჩრდილად — შენს შიგნით ბნელ კუთხეში.

შემეცნების კითხვა შენთვის:

რას იტყოდა შენი დემონი, თუ შენ არ შეგეშინდებოდა მისი და დაჯდებოდი მის წინაშე ჩუმად?

შეგიძლია უთხრა მას:

„მე ახლა გხედავ. შენ ხარ ჩემი ნაწილი, რომელიც ყველაზე მარტოსული იყო. შეგიძლია დაბრუნდე ჩემთან.“ 

მოდი, ახლა ენერგეტიკულ ქურდობას (ვამპირიზმს) შევხედოთ არა მხოლოდ როგორც „ვიღაც მოდის და ძალას მართმევს“, არამედ როგორც ფსიქოლოგიურ-არქეტიპულ პროცესს, რომელიც ხშირად ბავშვობის გამოცდილებიდან იღებს ფესვებს.

ენერგეტიკული ქურდობა — ფსიქოლოგიურ-არქეტიპული ახსნა

ფსიქოლოგიური ბმა

ენერგეტიკული ვამპირიზმი ხშირად ჩნდება იქ, სადაც ბავშვობაში არ იყო უსაფრთხო და თანმიმდევრული ემოციური მხარდაჭერა.

ბავშვი, რომელსაც არ ასწავლეს თვითრეგულაცია ან არ მისცეს უფლება ემოციების სრულყოფილად განცდის, იწყებს სხვა ადამიანების ენერგიის გამოყენებას საკუთარი სიცარიელის შესავსებად.

ეს შეიძლება გამოიხატოს:

მუდმივ ყურადღების მოთხოვნაში

დრამის შექმნაში, რომ სხვები ჩაერთონ

ჩივილში, რომ ვიღაც მოვიდეს და „მიხსნას“

ან გადაჭარბებულ კონტროლში, რომ არ დაკარგოს ენერგიის წყარო

არქეტიპული ასპექტი

ეს ხშირად არის მოკლებული ბავშვი ან დაუკმაყოფილებელი დედა/მამა არქეტიპის თამაში, რომელიც სულიერ დონეზე ეძებს შეუსრულებელ შეთანხმებას:

„მომეცი ის, რაც მაშინ ვერ მივიღე“.

ენერგეტიკული დონე

ასეთი კავშირი ხშირად ხდება კაუჭით — საუბარი, დრამა, მსხვერპლის პოზა ან აგრესია. ორივე მხარე თამაშის მონაწილეა: ერთი „იღებს ენერგიას“, მეორე — „აძლევს“, ხშირად გაუცნობიერებლად, დანაშაულის, ვალდებულების ან თანაგრძნობის გამო.

რატომ ვლინდება ადამიანებში?

1. ბავშვობის ემოციური დეფიციტი — როცა ბავშვი ვერ იღებს საკმარის მზრუნველობას, ის სწავლობს სხვებისგან ენერგიის მოპოვების გზებს.

2. უსაფრთხოების ნაკლებობა — მუდმივი შიში მიტოვების, რაც ზრდასრულ ასაკშიც რჩება.

3. საყვარელობის დამსახურების სწავლება — "თუ ცუდად ვარ, მაშინ ვუყვარვარ".

4. ემოციური რეგულაციის არქონა — საკუთარი ენერგიის მართვის უნარის გარეშე, სხვებისგან ენერგიის წამოღება ხდება ინსტინქტურად.

ტესტი — გაქვს თუ არა ბავშვობის ბმა ენერგეტიკულ ქურდობასთან?

✓ ხშირად გაქვს განცდა, რომ სხვების გარეშე ვერ „გაიტან“ ემოციურ მდგომარეობას?
✓ თუ ცუდად ხარ, ელოდები, რომ სხვებმა შენს ნაცვლად ამოავსონ სიცარიელე?
✓ როცა ვინმე ბედნიერია, უცნაურად გაღიზიანებ ან გიჩნდება შიში, რომ ეს შენს ენერგიას „გართმევს“?
✓ როცა ვინმესთან ურთიერთობა მთავრდება, გეჩვენება, რომ თითქოს სიცოცხლის ნაწილი დაკარგე?
✓ ბავშვობაში, როცა თავს ცუდად გრძნობდი, შენი ემოციების მოსმენა და მიღება იშვიათი იყო?
✓ ხშირად გაქვს განცდა, რომ სხვებმა უნდა იგრძნონ და მიხვდნენ, რა გჭირდება, სიტყვების გარეშე?
✓ ბავშვობაში ხშირად გასწავლიდნენ, რომ სიყვარულს უნდა „იმსახურებდე“?

თუ ამ კითხვებიდან 3-4-ზე ან მეტზე პასუხი „კი“ გაქვს, დიდი შანსია, რომ ბავშვობის ემოციურმა დეფიციტმა შექმნა ნიმუში, რომელიც ზრდასრულობაში ენერგეტიკული ქურდობის ფორმას იღებს — ან როგორც მიმღები, ან როგორც მიმცემი.

და ბოლოს, დაიმახსოვრე: მხოლოდ შენ იღებ გადაწყვეტილებას , რა როლიდან გააგრძელო თამაში შენს დიდ სცენაზე“, - წერს ეთო ნასყიდაშვილი.