გაიცანით თამილა შარუხია, ქალი რომელმაც ბოსფორის სრუტე საათსა და 22 წუთში გადაცურა - იგი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც სრუტის გადაცურვის, საკონტინენტთაშორისო მარათონში გაიმარჯვა.
მოყვარულ სპორტსმენ ქალზე ვრცელი სიუჟეტი გადაცემა „შუადღემ“ მოამზადა:
„44 წლის ასაკში დავიწყე სპორტული ცხოვრება ფიტნესიც და მერე გადავწყვიტე, რომ ველოც მესინჯა. ქმარი მეზღვაური მყავს, ოჯახი მიწყობს ხელს. ამის შემდეგ ნელ-ნელა უკვე გადავედი ცურვით შეჯობრებზე. მოყვარული სპორტსმენი ვარ, მაგრამ ამას მოაქვს დიდი ემოცია და სიხარული“, - ამბობს თამილა შარუხია.
ქალის განცხადებით, მას უამრავი გეგმა აქვს.