Digest Logo

🎥 „ღმერთი შეიძლება ჩემი უბადრუკი ხელებით აკეთებს სიკეთეს და მეგონოს მე ვაკეთებ რამეს...“ - ბერი ნიკოლოზი

1741867098
ბერი ნიკოლოზი

მზოვრეთი ძველი ციხე-ქალაქი იყო ძამა სხეობაში, ციხის ნანგრევები ბერებმა ააღორძინეს და სამონასტრო კომპლექსად აქციეს.

გადაცემის ჯგუფი „სასწაულის ძიებაში“ სწორედ მზოვრეთის მამათა მონასტერს სტუმრობდა.

„ძალიან ნაწვალები ადგილია, თემურ-ლენგის შემოსევის დროს, როდესაც ვერ აიღო, აქვე ახლოს არსებულ მინდვრებზე კატაპულტები დაუშინა და ნაგებობას რომ შეხედოთ, ნახავთ კვალს ნანგრევის. 2008 წლამდე არც გზა იყო და არც არაფერი, მიტოვეული იყო. მანამდე კი საკონტროლო პუნქტი იყო. ღმერთი, შეიძლება ჩემი უბადრუკი ხელებით აკეთებს სიკეთეს და მეგონოს რამეს ვაკეთებ მე, მაგრამ თუ ყური დაუგდე და მოუსმინე, მიხვდები ეს ასე არ არის. უბრალო თანამშრომელი ხარ...ძალიან გვიჭირს განსაცდელის გარეშე მისვლა უფლამდე, თვითონ სიტყვაც გეუბნება რომ უნდა განიცადო ეს. ანუ, უნდა მიხვდე თავად, იპოვო თავად და მიხვიდე უფალთან, რადგან მის გარეშე ადამიანს არ შეუძლია. ზოგჯერ კი გვეძლევა საჩუქრები, რაც არის ნიშანი, რომ სწორ გზას ვადგავართ. საჩუქარი კი იმიტომ არის, რომ ის გზა, რაც უფალთან მიგვიყვანს, ცოტა შეგვიმსუბუქდეს. ეს საჩუქარი, ხორციელი კი არ არის, არამედ სულიერში გრძნობს ადამიანი, თუნდაც სიხარულის სახით“,- ამბობს ბერი ნიკოლოზი.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა როლს ასრულებენ ვიტამინები ჩვენს ჯანმრთელობაში და რომელ პრობლემებს იწვევს მათი ნაკლებობა ?! - ქეთი ასათიანის რჩევები

🎥 „ნუ ლანძღავთ ამერიკის ადმინისტრაციას, თქვენ ტრა*ებს მიხედეთ“ - ია ფარულავა დონალდ ტრამპის კრიტიკოსებს პასუხობს

🎥 „თუ რაღაც მოგვდის ეს არის სიგნალები, რომ სადღაც არასწორად მივდივართ...“ - თამარ აქუბარდიას ასტროპროგნოზი