გოგრა, კოსტიუმირება, ჯადოქრობა, ჯადოსნური ელექსირები - ალბათ, მიხვდით, რომ „ეშმაკის დღესასწაულზე“ უნდა გესაუბროთ.
ამ ტრადიციას საზღვარგარეთ ჰელოუინის დღესასწაული ჰქვია და ძველი რიტუალების თანახმად, ბნელ ძალებს აფრთხობს.
31 ოქტომბრის ღამეს კათოლიკურ სამყაროში აღნიშნავენ ჰელოუინის დღესასწაულს. ესაა დღესასწაული - რომელსაც ფესვები საუკუნეების სიღრმეში აქვს და სათავეს იღებს ძველი კელტების ტრადიციებიდან.
ძველი კელტების ეს დღესასწაული ძირითადად აღინიშნებოდა აშშ-ში და კანადაში, მაგრამ ამ ბოლო წლებში იგი პოპულარული გახდა ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში.
დღესასწაულის ფესვები სათავეს იღებს ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ეპოქაში. კელტების ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ ახლანდელი ირლანდიის, ინგლისისა და ჩრდილო საფრანგეთის ტერიტორიაზე, წელიწადს ყოფდნენ ორ ნაწილად - ზამთარი და ზაფხული. 31 ოქტომბერი მათთვის წლის ბოლო დღე იყო.ეს დღე აგრეთვე აღნიშნავდა მოსავლის აღების დამთავრებას და გადასვლას ახალ - ზამთრის დროში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დღესასწაულის აღნიშვნა და არაქრისტიანულ რიტუალად აღიქმება, მსგავსი რიტუალები საქართველოშიც იმართებოდა.
მართალია მას ჰელოუინი არ ერქვა, თუმცა თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ჰელოუინამდე გვქონდა საკუთარი „ჰელოუინები“.
ჭიაკოკონობა
ვნების კვირის ოთხშაბათს ცეცხლი ინთებოდა და მასზე ეშმაკების განსადევნად ხტებოდნენ. ამ ტრადიციას ჭიაკოკონობა ეწოდებოდა. მიიჩნეოდა, რომ ამ დროს ცეცხლზე გადამხტარი ადამიანი დემონებს ცეცხლში ტოვებდა. ეს ტრადიცია დღემდე შემოგვრჩა, თუმცა ეშმაკისეულად საერთოდ არ აღვიქვამთ და ბავშვებიც დიდი სიხარულით ელოდებიან ამ დღეს. აგროვებენ საბურავებს, ფიჩხებს, ვინც უფრო დიდ ცეცხლს გადაახტება, მით უფრო „მაგარი იქნება“ - ამით ხშირად დამწვრობასაც იღებენ, მაგრამ მაინც უწყინარი კოსტიუმირებული, ამერიკული ჰელოუინია საშიში და წარმართული.
ბერიკაობა
კოსტიუმირებული ბერიკაობა და ყეენობაც გავიხსენოთ. ისინი წარმართულ საფუძველზე აღმოცენებული თეატრალური იმპროვიზაციები იყო. ბერიკაობის ძეგლი თბილისში დღესაც დგას. ბერიკები უსულო საგნებსა და განყენებულ ცნებებსაც ასახიერებდნენ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბერიკაობა საქართველოში, დაახლოებით, მე-18 საუკუნეში იღებს სათავეს, ჭიაკოკონა კი უფრო ძველი განწმენდის რიტუალი, ჰელოუინი კი მე-19 საუკუნიდან მკვიდრდება.
გამოდის, რომ ჩვენ უფრო ადრე გვქონია წარმართული დღესასწაული, ვიდრე ამერიკელებს.
ჰელოუინის (All Hallows' Eve ყოველთა წმიდათა საღამო) სახელი ქრისტიანულია და წინ უძღვის კათოლიკური ტრადიციით, ყველა წმინდანის მოხსენიების დღეს, რომელიც დასავლურ საქრისტიანოში მერვე საუკუნიდან 1-ელ ნოემბერს აღინიშნება.
თანამედროვე სახით ჰელოუინი დაცლილია რაიმე სახის რელიგიური შინაარსისგან და საკარნავალო ელემენტებით გართობას გულისხმობს, თუმცა ქართველებს მაინც „ეშმაკის“ რიტუალი გვგონია და არ ვაღიარებთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„პოზიტიური დღეა ძველი ურთიერთობის აღსადგენად“ - მიხეილ ცაგარელი