
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:27-იდან 14:57 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გააქტიურდით, თამამად გამოთქვით საკუთარი აზრი, რადგან სწორედ ინიციატივის გამოჩენა მოგიტანთ წარმატებას პირად და საქმიან ცხოვრებაში.
პარტნიორული ურთიერთობა – პოზიტიური დღეა ძველი ურთიერთობის აღსადგენად.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამგზავრო და ლატარიის ბილეთების შესაძენად, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, კონცერტებისა და საზეიმო წვეულებების მოსაწყობად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ბინის შეცვლა და სესხის აღება, ოფიციალური დოკუმენტების და ნოტარიული საბუთების გაფორმება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ რენტგენისა და სხივური თერაპიისგან, კარგი დღეა მასაჟისა და წყლის პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, შავი, ცისფერი და იისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ფირუზი, იასპი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ამ ტრადიციული სტატუსის დროც დგება! ზუსტად 6 დღეში „ცეკვავენ ვარკსკვლავები“ იწყება“ - ნოე სულაბერიძე
წყარო: fortuna.ge