ცნობილი იაკუტელი შამანი სავა ვასილიევი 2013 წელს გარდაიცვალა. მან ჯერ კიდევ 2012 წელს იწინასწარმეტყველა, რომ ყირიმი რუსეთს შეუერთდებოდა.
„უკრაინაში მოხდება რევოლუცია, ხელისუფლებაში პატრიოტები მოვლენ, რუსეთი კი ყირიმს შემოიერთებს“, ამბობდა ვასილევი.
ამავე დროს შამანი ამტკიცებდა, რომ ყირიმის შემოერთება რუსეთს ბედნიერებას არ მოუტანს. ქვეყანა მოექცევა იზოლაციაში, უამრავ შიდა თუ გარე კონფლიქტში.
„მას დაუწესებენ სანქციებს, რაც ეკონომიურად ძალზე დაასუსტებს“ , - აცხადებდა ვასილიევი და ამატებდა, რომ ყოველივე რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდებოდა.
„ამერიკის პრეზიდენტი თავდაპირველად უკრაინელებს იარაღს არ მისცემს, თუმცა მოვა ახალი პრეზიდენტი, რომელიც უკრაინას შეაიარაღებს. 2017 წელს რუსეთ-უკრაინის შორის დიდი ომი დაიწყება. მასში ბევრი ქვეყანა ჩაერევა. უამრავი მსხვერპლი იქნება“, - აცხადებდა შამანი.
ვასილიევის აზრით, ამ ომში რუსეთი დამარცხდება. ის იძულებული გახდება, დატოვოს როგორც ყირიმი, ასევე აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, სამხრეთ ოსეთი, მთიანი ყარაბახი. პოსტსაბჭოთა სივრცეზე ძალთა განლაგება ძირეულად შეიცვლება. შეიცვლება თავად რუსეთის ფედერაციაც.
„რუსეთის ფედერაციაში ხანგრძლივი შფოთი დაიწყება“, - ამტკიცებდა შამანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მე და ბებო შვებულებაში“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ნატალია ყიფშიძე
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც აგვისტოში პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით სირთულეები ელოდებათ
⭕ქართველი, ნახევრად ქრისტიანი ჯიჰადისტის, „წითური გენერლის“ გაუხმაურებელი ისტორიები