Digest Logo

ipone-ის ფასი შესაძლოა, სამჯერ გაიზარდოს - CNN

1748437214
აიფონიაიფონი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს iPhone-ები ამერიკაში იწარმოოს და არა ინდოეთსა თუ სხვა ქვეყნებში.

ფინანსური კომპანიის Wedbush Securities-ის ანალიტიკოსმა დენ აივზმა CNN-ს განუცხადა, რომ ეს იდეა iPhone-ის ფასის სამჯერ გაზრდას გამოიწვევს, რაც დაახლოებით 3 500 დოლარი იქნება.

iPhone-ის წარმოების აზიიდან აშშ-ში გადატანა დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი დაჯდება და 3 წელზე მეტს მოითხოვს.

iPhone-ის ღირებულება ამჟამად დაახლოებით 1000 აშშ დოლარის ფარგლებშია, რადგან სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ შექმნის სამუშაოების უდიდესი ნაწილი აზიის რეგიონში ტარდება - ამ სისტემის აშშ-ში გადატანა პროდუქტის ღირებულებას თითქმის გაასამმაგებს. 

ცნობისთვის, სმარტფონების ნაწილების დამზადება-აწყობის სამუშაოები აზიაში ათწლეულების წინ გადაიტანეს, ამერიკული კომპანიები კი დიდწილად პროგრამული უზრუნველყოფისა და დიზაინის კუთხით ოპერირებენ.

Apple-ს სწორედ ასეთი სამუშაო სტრუქტურა დაეხმარა იმაში, მსოფლიოში სმარტფონების მწარმოებელ გიგანტად და გლობალურად ერთ-ერთ უმდიდრეს კომპანიად ჩამოყალიბებულიყო.

აიფონი (iPhone) Apple-ის მიერ შექმნილი და წარმოებული სმარტფონია, რომელიც პირველად 2007 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ტექნოლოგიური პროდუქტია მსოფლიოში.