Digest Logo

🎥 „ის მოდის დაწყევლისგან, აბორტისა და არაგულწფელობისგან“ - გოგა მანია „შეპყრობის“ ფენომენზე საუბრობს

1761483288
გოგა მანია

ეზოტერიკოსი გოგა მანია „ფეისბუკზე“ ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც „შეპყრობის“ და „ენერგეტიკული დაზიანების“ თემაზე საუბრობს.

მანიას თქმით, აღნიშნულ ვიდეომიმართვის დასაწყისში ნაჩვენებია გოგო, რომელსაც მამა უკითხავს ლოცვას და ვერ წარმოთქვამს სიტყვას „უფალო“, რაც ეზოტერიკოსის განმარტებით, „სრული შეპყრობის“ მაგალითს წარმოადგენს.

„ვიდეო, რაც ნახეთ ეს იყო სრული შეპყრობა, ენერგეტიკული დაზიანება - გოგონა, რომელსაც მამა უკითხავდა ლოცვას, ვერ წარმოთქვა სიტყვა „უფალო“...

შეპყრობა საიდან მოდის? - ეს არის ერთგვარი ენერგეტიკული დაზიანება, შეპყრობა დემონური ენერგიებისგან...

შეპყრობა მოდის, არა გულწრფელობისგან, სხვისი დაწყევლისგან, აბორტებისგან, მაწყევარისგან.

შეპყრობა ასევე, შეიძლება, განვითარდეს დანაპირებისაგან, რომელიც არ შესრულდა.

შეპყრობა ძირითადად ხდება, 15-16 წლის ასაკში.

ძალიან გთხოვთ, მეტად დააფასეთ ერთმანეთი. ნუ გაუკეთებთ ერთმანეთს ცუდს...“,- ამბობს ვიდეომიმართვაში გოგა მანია.

ცნობისთვის, გოგა მანია საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსია, რომელიც სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.