Digest Logo

ისტორია: კრუასანის - ნხევარმთვარე ფუნთუშის ამბავი

1791565948
 კრუასანი  კრუასანი

კრუასანი ჩვეულებრივ ასოცირდება საფრანგეთთან. საკონდიტრო ნაწარმის სახელი - კრუასანი - მოდის ფრანგულიდან და ითარგმნება როგორც „ნახევარმთვარე“.

პოპულარული გახდა მე-19 საუკუნის შუა წლებში, პარიზში და მომზადებულია ავსტრიელი საკონდიტრო მზარეულის ავგუსტ ცანგის მსუბუქი ხელით. ნაცნობი ფენოვანი ცომის კრუასანი გამოჩნდა 1920-იანი წლებიდან.

როგორ გაჩნდა ნახევარმთვარის ფუნთუშები?

თანამედროვე კრუასანი ნამდვილად პარიზელი მცხობლების გამოგონებაა. თუმცა, კრუასანის ისტორია ავსტრიაში შორეულ XIII საუკუნეში დაიწყო. ლიტერატურაში მოხსენიებულია როგორც სპეციფიკური ფორმის ტკბილი ხვეულები, სახელწოდებით კიპფერლი. 

ეს ნამცხვარი პოპულარული გახდა გაცილებით გვიან მე-17 საუკუნეში. კრუასანების ისტორიას უმადლიან ავსტრიელების გამარჯვებას თურქულ არმიაზე. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ღამით მომუშავე ვენელმა მცხობელებმა გაიგეს, რომ მტერი თხრიდა ქალაქის კედლებს და გააფრთხილეს მცველები. ამ შემთხვევის პატივსაცემად, საკონდიტრო მზარეულმა პიტერ უანდლერმა გამოაცხო ისლამური ნახევარმთვარის ფორმის ფუნთუშები.

ცოტა მოგვიანებით ავსტრიის დედაქალაქში პირველი საკონდიტრო მაღაზია გამოჩნდა, სადაც შავ თურქულ ყავასთან ერთად კრუასანსაც მიირთმევდნენ. უანდლერის შთამომავლებმა მიიღეს უვადო უფლებები, გაეკეთებინათ ხვეულები.

საინტერესოა, რომ ამავე დროს გამოიგონეს ცომი თანამედროვე კრუასანებისთვის - ფენოვანი ცომის წარმოშობის ისტორია საფრანგეთში დაიწყო. შეფმზარეულმა ფრანსუა პიერ დე ლა ვარენმა საზოგადოებას გააცნო „პაფეტის საკონდიტრო ნაწარმი“, რომელიც ახლა ცნობილია როგორც ფენოვანი ცომი.

როგორ აღმოჩნდა კრუასანი საფრანგეთში?

კრუასანის ისტორია საფრანგეთში მხოლოდ მე-18 ან თუნდაც მე-19 საუკუნეში დაიწყო. თარიღებში ასეთი შეუსაბამობები განპირობებულია ორი ვერსიის არსებობით: რომანტიკული და პრაგმატული.

პირველი მონათხრობის მიხედვით, ცნობილი ფუნთუშები პარიზში ჰერცოგინია მარი ანტუანეტამ 1770 წელს ჩამოიტანა. მეფე ლუი XVI-ის ახალგაზრდა ცოლი აღმერთებდა ვენურ დელიკატესს და მოითხოვდა, რომ სასახლის მზარეულებს ესწავლათ მისი მომზადება. დროთა განმავლობაში კრუასანი გახდა თავადაზნაურობის კლასიკური ფრანგული საუზმის ნაწილი.

კრუასანის შექმნის მეორე ისტორია მოგვითხრობს 1839 წელს პარიზში „ვენის საცხობის“ გახსნაზე. მისი მფლობელი იყო ავსტრიელი ავგუსტ ცანგი. ამ დაწესებულების წყალობით საფრანგეთში მოდური გახდა „ვენური“ ხრაშუნა ცომი.

როდის გახდა კრუასანი საფრანგეთის სიმბოლო?

1853 წელს გამოიცა წიგნი „საკვები ნივთიერებები“, რომელიც დაწერა ქიმიის დარგის ცნობილმა ექსპერტმა ანსელმ პეიენმა. მასში პირველადაა მოხსენიებული კრუასანი პურის ოფიციალურ სახეობად.

სულ რაღაც 20 წლის შემდეგ, „ნახევარმთვარეები“ ოფიციალურად გახდა ტრადიციული ფრანგული საკონდიტრო ნაწარმი და შევიდა "პარიზში კერძებისა და სასმელების" სიაში. ეგზოტიკურმა ტკბილმა საკონდიტრო ნაწარმმა სწრაფად დაიპყრო ფრანგები და მისი ავსტრიული წარმოშობა დავიწყებას მიეცა.

თუმცა, კრუასანის გაჩენის ამბავი ამით არ მთავრდება. XX საუკუნის 20-იან წლებში პარიზელმა მცხობლებმა გააძლიერეს(?) ფაფუკი ხვეულების ნაცნობი სახე და გემო - დაიწყეს მათი გამოცხობა საფუვრის ფენოვანი ცომისგან კარაქის დამატებით. ფუნთუშების დამზადება დაიწყო ყველანაირი ტკბილი და მარილიანი შიგთავსით ან საერთოდ მათ გარეშე.

ვენურ და პარიზულ კრუასანს დღეს მხოლოდ ნახევარმთვარის ფორმა და წარმოშობის შესახებ ლამაზი ლეგენდები აერთიანებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ყურადღება მიაქციე იმ შესაძლებლობას, რომელსაც დიდი ხანია ატარებ“ - 9 ოქტომბრის პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით

⭕„კლასიკური სტილი ძალიან გიხდებათ“ - კახა კალაძე „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს

⭕როგორ ხდება საჭმელი ემოციური გადარჩენის იარაღი და გზა კვებით აშლილობამდე

წყარო: www.beaumonde.ge

✕