სინოპტიკოსის თქმით, საქართველოში ყველაზე ცივი ზამთარი 1972 წელს დაფიქსირდა. აღნიშნული სეზონის სამივე თვის საშუალო ტემპერატურა, მთელი საქართველოს მასშტაბით, -4,5º C იყო.
„2014 წელს სამხრეთ საქართველოში არსებულმა ტემპერატურამ ბევრი რეკორდი მოხსნა, მაშინ წალკაში -33 გრადუსი დაფიქსირდა. რაც შეეხება თბილისს, აქ ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი 1887 წელს დაფიქსირდა, -24 გრადუსი შეადგინა. ყველაზე ცივი ზამთრის პერიოდში, 1972 წელს, თბილისის მინიმუმმა -16 გრადუსი შეადგინა, ხოლო გორში -26 გრადუსი დაფიქსირდა," - იხსენებს სვეტლანა ნიორაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვინც ცეცხლოვანი ცხენის წელში შვილის დაბადებას ელოდებით, ეს უნდა იცოდეთ...“ - რას ჰყვება ეზოტერიკო