Digest Logo

იცოდით, საიდან მოდის ქუთაისელების სავიზიტო სიტყვა „სიმონ“

1765870072
ქუთაისელები

ცნობილია, რომ ქუთაისში საუბრისას ხშირად იყენებენ სიტყვა „სიმონ“-ს, თუმცა, ცოტამ თუ იცის საიდან მოდის ამ სიტყვის ისტორია.

უმეტესობა მიიჩნევს, რომ სიტყვა „სიმონ“ არის ქუჩური და არანაირი განმარტება არ აქვს.

სინამდვილეში სიტყვა „სიმონ" მე-20 საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს, სადაც რუსული რეჟიმი იყო გამეფებული და აქტიურად მიმდინარეობდა ქართული ეკლესიების ნგრევა საბჭოთა ხელისუფლების მიერ.

იმ დროს საქართველოში იყო ასეთი მღვდელმსახური სიმონ მჭედლიძე, რომელიც ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და ქადაგებდა ქრისტეს, სამშობლოს და წინააღმდეგი იყო საბჭოური რეჟიმის.

ამის გამო ის ქუთაისიდან გააძევეს და აუკრძალეს იქ ჩასვლა. სიმონი თავის მშობლიურ სოფელ სვირში წავიდა და იქ სკოლა გახსნა, თუმცა მალევე ჩეკისტებმა შეიპყრეს და აწამეს.

წამების დროს, სიმონ მჭედლიძეს ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ, „გტკივა სიმონ?“, „არა სიმონ“, „აბა ახლა რას იტყვი სიმონ?". სწორედ მათგან გავარდა ხმა სიტყვა „სიმონ"-ზე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სიყვარულისა და სიმშვიდის კოდები, რომელიც ყოველდღე 9-ჯერ ჩუმად ან ხმამაღლა უნდა გაიმეორო“ - როდის უნდა გამოიყენოთ ეს კომბინაცია

⭕„გირჩევთ, არ დაკავდეთ დღეს სარისკო საქმეებით, გადადეთ მოგზაურობა და არ დაქორწინდეთ“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 დეკემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

წყარო: www.allnews.ge