საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც რამდენიმე საინტერესო რჩევას გვიზიარება.
მან რჩევა გაუზიარა საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც შვილი სურს. მისი თქმით, მომავალმა მშობლებმა უნდა იყიდონ პატარა ბავშვის ტანსაცმელი, რომელიც ნაძვის ხის ქვეშ უნდა განათავსონ.
„მათ, ვისაც შვილი სურთ:
იყიდეთ პატარა ტანსაცმელი და წინასწარ გადაუხადეთ მადლობა სამყაროს. დაკეცეთ, მოათავსეთ ღია ფერის ნაჭერში და დადეთ ნაძვის ხის ქვეშ.
სურვილის შესრულებამდე შეინახეთ ნაძვის ხესთან ან წაიღეთ წმინდა ადგილზე.
სურვილისამებრ, შეგიძლიათ საწოვარაც შეუმჩნეველ ადგილას მოათავსოთ ნაძვის ხესთან“, - ამბობს გოგა მანია ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, გოგა მანიამ, სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოერიდეთ კონფლიქტებს და კამათს — ემოციები პიკზეა“ - თაკო მელიქიშვილი 15 დეკემბრის ენერგიებზე
🎥 „ვისაც გათხოვება უნდა“ – რა უნდა გააკეთოთ ახალ წელს, გოგა მანიას რჩევები