ფსიქოლოგი და მენეჯმენტის სპეციალისტი ზაზა ქოიავა bubblehead პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ერთ-ერთი თემა, რომელსაც იგი შეეხო კარიერული ვარდნა და გაკვეთილი იყო, სადაც მან საკუთარი 15 წლის წინანდელი გამოცდილება გაუზიარა მსმენელს.
„ვარ 23 წლის და კომპანიის დამფუძნებელს ვეუბნები, რომ მიმიშვი მე ვიზამ ყველაფერს-თქო და დავიწყე ყველაფერი ისე, როგორც ამ თანამედროვე წიგნებში წერია, გუნდის ჩამოყალიბების თანამედროვე პროცესი.
მაგალითად, იყო ჯარიმები დაგვიანებებზე - მე ვაუქმებ ჯარიმებს და ვამბობ, რომ თბილისის საცობების გამო და იმის გამო, რომ ბავშვი დილის 9 საათზე მიგყავს სკოლაში შეგიძლია, დააგვიანო აუცილებლობის გამო 15-20წთ-ით, ასევე ვთქვი: თუ საქმეს მორჩები დროულად, ნახევარი საათით ადრე შეგიძლია გახვიდე სამსახურიდან.
მოხდა ისე, რომ 2 თვის თავზე ამ წესებიდან ყველა მოდიოდა სამსახურში 20 წუთის დაგვიანებით და ყველა მიდიოდა ნახევარი საათით ადრე, ამით მე მთლიანად დავკარგე ავტორიტეტი და გავნადგურდი, თუმცა ვისწავლე ძალიან დიდი გაკვეთილი.
ამ ორგანიზაციაში საერთოდ აღარავინ მცემდა პატივს, ვიყავი სუსტი მათი აღქმით და არა თანამედროვე მენეჯმენტის მიმდევარი.
შემდეგ კი მომიწია ვყოფილიყავი იმაზე ხისტი, ვიდრე შეიძლებოდა თავდაპირველად ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთდებოდა სამართლიანობის და შრომის კოდექსის მიხედვით. ამ ყველაფრის შემდეგ მალევე წამოვედი ამ სამსახურიდან“, - ამბობს ზაზა ქოიავა.
მან ასევე ისაუბრა, რომ ახლა არის კომპანიის დაფუძნებული და ზუსტად ისეთი გუნდი ჰყავს, როგორზეც იგი წლების განმავლობაში ოცნებობდა:
„სულ ვოცნებობდი, მყოლოდა თანამშრომლები, სადაც მე არ დამირეკავდნენ ელემენტარულ შეკითხვაზე და ამას 41 წლის ასაკში მივაღწიე, 9 ადანი ვართ ახლა სამსახურში. მხოლოდ ფურცელს ვაწერ ხელს, დანარჩენებს ისინი გადასარევად აკეთებენ“, - ამბობს ზაზა ქოიავა.
ნახეთ, ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გაიცანით თამუნა ქუთათელაძე - ქალი, რომელიც 46 წლის ასაკში სტუდენტი გახდა