46 წლის ასაკში თამუნა ქუთათელაძე სტუდენტი გახდა - მის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა გუნდმა მოამზადა.
„პირველ გამოცდაზე, რომ წავედი ძალიან ვნერვიულობდი, სტუდენტებში ნამდვილად გამოვირჩეოდი, ჩემი ნერვიულობით. როცა შვილები გაიზარდნენ შექმნეს ოჯახები და თავიანთი გზა ნახეს, მივხვდი რომ სწავლა მჭირდებოდა.
ქართულის გამოცდაზე ჩემი მეუღლის საყვარელი ლექსი შემხვდა, ყველაზე დიდ მხარდაჭერას სწორედ ჩემი მეუღლისგან ვგრძნობდი, როდესაც გავთხოვდი მომიწია სწავლაზე თავის დანებება და ყოველთვის ნანობდა, რატომ არ გავაგრძელე სწავლა, მას ყოველთვის სჯეროდა მას ჩემი“, - ამბობს თამუნა ქუთათელაძე.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: