ჯიმ ქერის ბოლო გამოჩენამ პარიზში ინტერნეტმომხმარებლები შოკში ჩააგდო და ბევრს გაუჩნდა კითხვა - სად არის ახლა მსახიობი? ის ნამდვილად მკვდარია?
და იქნებ უნდა დაგვეჯერებინა ის, რასაც „ტრუმენის შოუს“ მსახიობი ყოველთვის გვეუბნებოდა?
ჯიმ ქერი ამბობდა:
„ყველა კონტროლდება, უფრო სწორედ ენა“.
„ენა“, გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი და ეს რეალურად იყო „თვალი“, კონტროლი ილუმინატების მიერ.
მსახიობი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ ფრანგული კინემატოგრაფიული პრემიის ცეზარის - César 51-ე დაჯილდოებაზე მივიდა, სადაც მას გადასცეს ცეზარის საპატიო ჯილდო კინოსა და ფილმებში შეტანილი დიდი წვლილისთვის.
ცნობილია, რომ ბოლო წლებში საკმაოდ მარტოა და საჯარო სივრცისგან შორს ცხოვრობს.
თუმცა, სოციალური ქსელების მომხმარებლები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ცერემონიაზე მისული ადამიანი სინამდვილეში ჯიმ ქერი არ იყო, არამედ მისი კლონი.
„არც თვალის ფერი, არც ხმა და ცაცია ჯიმ ქერი, უცებ მემარჯვენეც გახდა“,- წერენ სოციალურ ქსელებში.
ამ კონსპირაციულმა თეორიებმა ინტერნეტში დიდი კამათი გამოიწვია და ათასობით პოსტი გავრცელდა Instagram-ზე, X-ზე და TikTok-ზე.
ეჭვის საფუძველია მისი ფრანგულ ენაზე წარმოთქმული სამადლობელი სიტყვა, კონსპექტის გარეშე.
გაიკეთა თუ არა ჯიმ ქერიმ პლასტიკური ოპერაცია?
სოციალური ქსელების მომხმარებლები ამბობენ, რომ ქერი სრულიად უცნობივით გამოიყურება, თუ შევადარებთ მის ბოლო საჯარო გამოჩენას 2025 წელს.
ერთმა მომხმარებელმა კი X-ზე დაწერა:
„მე მგონია, რომ ჯიმმა სახის ლიფტინგი გაიკეთა, ამიტომ აქვს შეშუპებული სახე. და სიმართლე რომ ვთქვა, ის 64 წლისაა და ბუნებრივია, რომ ახლა სხვანაირად გამოიყურება“.
აღნიშნულ თემაზე კი ქართველმა „იუთუბერმა“ საინტერესო ვიდეო ჩაწერა:
ცოტა რამ ჯიმ ქერიზე:
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსი 80-იანი წლებიდან მსოფლიოს აცინებს. პირველად 21 წლის ასაკში The Tonight Show-ში გამოჩნდა და აქედან დაიწყო მისი წარმატებული კარიერაც.
მალე მის ცხოვრებაში წარმატებული სამსახიობო კარიერა დაიწყო: მონაწილეობა მიიღო ცნობილ ფილმებში - Ace Ventura: Pet Detective და Dumb and Dumber.
მიღწევების მიუხედავად, ჯიმი ყოველთვის ებრძოდა დეპრესიას. მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები კი მას ბავშვობიდან აწუხებდა.

ნარკომანი მშობლები ჯიმს ბავშვობის ეს პერიოდი ყოველთვის მძიმედ ახსენდება:
„მახსოვს, სააბაზანოში ჩავიკეტე და ვტიროდი, რადგან მეგონა, რომ დაიხოცებოდნენ. კარზე დააკაკუნეს და მითხრეს, გამოვსულიყავი. არ ვიცი, ეს შიში როგორ დავძლიე“ - განუცხადა მან The Hollywood Reporter-ს.
ბავშვობაში ძალიან მარტოსული იყო და მეგობარი თითქმის არასდროს არ ჰყოლია:
„უმეტეს დროს ოთახში ვატარებდი. ჩემს თავს სარკეში ვაკვირდებოდი“.

შეყვარებულის თვითმკვლელობა
2015 წელს ჯიმ ქერის შეყვარებულმა კატრიონა უაითმა თავი მოიკლა - მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერებების გადაჭარბებული დოზით მიღება გახდა.
მომდევნო წელს უაითის ყოფილმა ქმარმა მარკ ბარტონმა მსახიობს უჩივლა და მეუღლის სიკვდილში დაადანაშაულა. ბარტონი ამტკიცებდა, რომ ჯიმმა კატრიონას დიდი დოზით ტკივილგამაყუჩებელი მისცა, რამაც საბოლოოდ სიკვდილი გამოიწვია.
