Digest Logo

🎥 კეთილშობილი ირემი - ალგეთის ეროვნულ პარკში გადაშენების პირას მყოფი კავკასიური ირმის საშენი მოეწყო

1746697120
ზურაბ გურიელიძე

კეთილშობილი ირემი - ალგეთის ეროვნულ პარკში გადაშენების პირას მყოფი კავკასიური ირმის საშენი მოეწყო.

საინტერესო სიუჟეტი საქართველოში გავრცელებული ირმის ქვესახეობაზე, გადაცემაში „იმედის დილა“ მოამზადეს.

აღსანიშნავია, რომ ირმების მოშენებას აქამდე თბილისის ზოოპარკი უზრუნველყოფდა, ახლა კი იქ გამოზრდილი უნიკალური ჯიშის ირმები ალგეთის ეროვნულ პარკში, ბუნებრივ გარემოში გადაინაცვლებენ.

„საქართველოში, მხოლოდ სამი პოპულაციაა მათი შემორჩენილი. ესაა ირმის ქვესახეობა, და ზოოპარკში დავიწყეთ მათ გამრავლება. მთლიანად საქართველოში არსებული რაოდენობა 1000-ს არ აღემატება, 80-იან წლებში კი 1400 -ს აღემატებოდა. ხოლო შემდეგ წლებში, მათი შემცირება ბრაკონიერთა და ადამიანთა ზემოქმედებას უკავშირდება“, - ამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 აჭარაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

🎥 „საბედისწერო დღე არის... ეცადეთ თქვენი გეგმები, სურვილები და სამომავლო პერსპექტივები არ გააზიაროთ...“ - 8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

⭕„ღრუბელი, წვიმა...“- ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით