Digest Logo

La Gazzetta Georgia: ესპანეთში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნება

1742910186
ილია თოფურია

ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნება.

ინფორმაციას ონლაინმედია La Gazzetta Georgia ავრცელებს.

„ჩემთვის პრივილეგიაა, როცა ისეთი ქალაქი, როგორიც ტოლედოა ასე მაფასებს. აქაურობასთან ბევრი ემოცია მაკავშირებს, რადგან აქ რთული გზა გავიარე და ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ“, - განაცხადა ილია თოფურიამ. 

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია MMA-ში დაუმარცხებელია. მის ანგარიშზე 16 ორთაბრძოლა და 16 გამარჯვებაა. გასული წლის თებერვალში, მან ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

ოქტომბერში მაქს ჰოლოუეისთან ტიტული წარმატებით დაიცვა, რის შემდეგაც წონა შეიცვალა, მსუბუქ წონაში გადავიდა და პირველ ორთაბრძოლას უახლოეს პერიოდში გამართავს.