პარიზი ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში, მაგრამ ამჯერად არა მოდის კვირეულის ან კინოს ფესტივალის გამო. 19 ოქტომბრის დილით, მაშინ როცა ქალაქი მშვიდად იღვიძებდა, ლუვრის მუზეუმი გაქურდეს — ულამაზესი და უძვირფასესი სამკაულები გაქრა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცული ადგილიდან.
ყველაფერი, გაგრძელდა სულ რაღაც ოთხ წუთს. 10 წუთში მძარცველებმა შეძლეს, შეეღწიათ Galerie d’Apollon-ში — დარბაზში, სადაც დაცულია საფრანგეთის სამეფო სამკაულები და ნაპოლეონის ეპოქის სიმბოლოები. მძარცველები წარდგნენ როგორც მუშები — ყვითელი ჟილეტებით და ტექნიკური აღჭურვილობით, თითქოს ჩვეულებრივი სამუშაოს შესასრულებლად მივიდნენ. ამის შემდეგ კი, სულ რამდენიმე წუთში გაქრა ის, რასაც ექსპერტები უწოდებენ „ევროპის კულტურული მემკვიდრეობის გულს“.
დაცვის სისტემები იმ მომენტში გამორთეს — სავარაუდოდ, მაღალტექნოლოგიური სიგნალების ჩახშობის მოწყობილობებით. კამერებმა მხოლოდ ნაწილობრივ დააფიქსირა მათი მოქმედება. ფაქტია, მძარცველებმა ზუსტად იცოდნენ, სად უნდა შესულიყვნენ და რა უნდა წაეღოთ.

ლუვრიდან წაიღეს რვა უნიკალური სამკაული, მათ შორის:
მარი-ტერეზას ბრილიანტის გვირგვინი, ნაპოლეონ III-ის მეუღლის მფლობელობაში მყოფი ნივთი, რომელიც შექმნილია 1855 წელს.
„საფრანგეთის მზის“ ბროში, თეთრი და ყვითელი ბრილიანტებით.
ესმერალდის ყელსაბამი, დამზადებული 19-ე საუკუნეში.
საფრანგეთის დედოფლის დიადემა, რომელიც პირველად ეკეთა მარი-ანტუანეტას ძმისწულს.
და კიდევ ოთხი უფრო მცირე, მაგრამ ისტორიულად ფასდაუდებელი სამკაული — თითბერის სამაჯურები, ბეჭდები და ოქროს ბრელოკი ნაპოლეონის მონოგრამით.
საერთო ჯამში, ექსპერტების შეფასებით, მოპარული ნივთების ღირებულება შეუფასებელია.
მძარცველებმა დატოვეს ერთი ნივთი დაზიანებული გვირგვინი, რომელიც მოგვიანებით ლუვრის ეზოში აღმოაჩინეს. სწორედ ეს ნივთი გახდა მთავარი მინიშნება, რომ ქურდობა გეგმის მიხედვით შესრულდა: ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ზუსტად იცნობდნენ დარბაზის განლაგებას, უსაფრთხოების რგოლებსა და კამერების ბრმა ზონებს.


ფრანგული მედია წერს, რომ ოპერაცია „წმინდა პროფესიონალების“ მიერ იყო შესრულებული — იმავე მასშტაბის, როგორც 2003 წლის ცნობილი ქურდობა ანტვერპენის ბრილიანტის ცენტრში. ლუვრი ახლა დაკეტილია და მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი გამოძიება. პოლიცია ათეულობით საათს ამუშავებს ვიდეოჩანაწერებს, ხოლო კულტურის სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა: „ეს არა მხოლოდ ქურდობაა, არამედ თავდასხმაა ჩვენს ისტორიასა და იდენტობაზე.“
სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა დაცარიელებული ვიტრინების ფოტოები — იმ ადგილების, სადაც ათწლეულების განმავლობაში იყო გამოფენილი სამეფო დიადემები და სამკაულები, რომლებსაც ტურისტები ემოციით უყურებდნენ. პარიზელებისთვის ეს არის, რომ თითქოს ქვეყნის გული ამოეგლიჯათ..
ამ დროისთვის არცერთი მძარცველი დაკავებული არ არის. თუმცა გამოძიების ინფორმაციით, მუზეუმიდან გაქცევის შემდეგ მათ გამოიყენეს სკუტერები, რომელიც რამდენიმე წუთში გაქრა სენის მახლობლად მდებარე გვირაბში. ფრანგი გამომძიებლები არ გამორიცხავენ საერთაშორისო კრიმინალური ქსელის მონაწილეობას — რადგან მსგავსი სამკაულები ღია ბაზარზე ვერ გაიყიდება. სავარაუდოდ ისინი შავ ბაზარზე კერძო კოლექციონერების ხელში აღმოჩნდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ილია თოფურია ქართველი ლამაზმანების გარემოცვაში - ფოტოები, რომელმაც სოცქსელი ააფეთქა
🎥 „დათვლა დაწყებულია...“ - ნუცა ბუზალაძე გამომწერებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს
წყარო: www.beaumonde.ge