Digest Logo

მანგოსტინი - მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ხილი და ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია!

1770285044
მანგოსტინი მანგოსტინი

მანგოსტინი (Garcinia mangostana) ასე უწოდებენ ერთ-ერთ ტროპიკულ ხილს, რომელიც განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ხილად ითვლება. 

მანგოსტინი ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში იზრდება. ის პატარა მანდარინის ზომისაა, ტყავისებრი ხეშეში მუქი მწვანე ფოთლები, მოვარდისფრო ყვავილები და მომჟავო-ტკბილი, თოვლისფერი რბილობი აქვს, რომელიც ნაზ, კრემისებრ დესერტს მოგვაგონებს.

მანგოსტინს „ხილის დედოფალს“ უწოდებენ. შესანიშნავი გემოს გარდა, მას სამკურნალო თვისებებიც აქვს.

ათასობით წლის განმავლობაში ის ჩინეთში, ტაილანდსა და სხვა ტროპიკულ ქვეყნებში არა მხოლოდ საკვებად, არამედ მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

მანოსტინი C და E ვიტამინების ნამდვილი საცავია. გარდა ამისა, შეიცავს: კალიუმს, მანიუმს, ნატრიუმს, თუთიას, აზოტს, რიბოფლავინს და თიამინს, მაგრამ ამ ხილის მთავარი ღირებულება ქსანთონებია (ბიოლოგიურად აქტიური პოლიფენოლური ნაერთები), რომლებიც ბუნებაში ხშირად არ გვხვდება. მეცნიერებისთვის ცნობილი 200 ქსანთონიდან, 40-ს სწორედ ეს ხილი შეიცავს.

მანგოსტინს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია.

ამ უნიკალურ ხილს თავისუფალი რადიკალების განეიტრალება და იმუნიტეტის გაძლიერება შეუძლია. დაავადებათა სპექტრი, რომელთა მკურნალობაშიც მანგოსტინი გვეხმარება, წარმოუდგენლად ფართო და მრავალფეროვანია.

მეცნიერები ამჟამად ნაყოფში შემავალი ქსანთონების კიბოს სამკურნალოდ გამოყენებისთვიის კვლევას ატარებენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შეჩერდით და დაფიქრდით, საით მიდიხართ...“ - 5 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕Netflix-მა „ბრიჯერტონის“ მეორე ნაწილის თიზერი გამოუშვა

⭕„აქტიურდება მაშინ, როცა ადამიანი დგას არჩევანის წინ...“ - რაზე ახდენს გავლენას Acrux-ი

წყარო: funtime.ge