Digest Logo

🎥 „მანქანების სამრეცხაოდან ტრამპის ადმინისტრაციამდე“ - ანდრო ელიზბარაშვილის ამერიკული ისტორია

8 მაისი 10:03
ანდრო ელიზბარაშვილი

„გუჩი“, „როლექსი“, „როლს-როისი“ - ეს ის ბრენდებია, რომელთანაც თანამშრომლობა ქართველმა ემიგრანტმა ანდრო ჭიჭინაძემ წარმატების მისაღწევად გამოიყენა.

წარმატებული ემიგრანტი საკუთარ ისტორიას „იუთუბის“ არხზე, გადაცემა „თამიასთან“ ჰყვება.

როგორც მან აღნიშნა, თავიდან როდესაც იწყებდა წარმატებულ ბრენდებთან მუშაობას, მხოლოდ საკუთარი თავი ჰყავდა და სიტყვის შემწევი არავინ.

როგორ განვითარდა მისი კარიერა წლების განმავლობაში, ნახეთ ინტერვიუ:

„მამით ვარ ქართველი, დედით უკრაინელი, გავიზარდე საქართველოში. 14 წლის წინ ნიუ-იორკში ჩამოვედი და გადავწყვიტე ცხოვრება თავიდან დამეწყო. ამერიკაში გერმანიიდან ჩამოვედი საახალწლოდ, როგორც ტურისტი, პირველივე წუთს მივხვდი, რომ ეს ჩემია. ნიუ-იორკიც ყველასია, ყველას იღებს. ერთ წელში დავბრუნდი უკან გერმანიიდან, მას მერე დავრჩი და დავრჩი. ავიღე ბინა, დავიწყე ენის სწავლა. ერთხელაც „გუჩის“ მაღაზიაში მივედი, დირექტორს პირდაპირ ვუთხარი, რომ მინდა თქვენთან სამსახურის დაწყებათო და იქ სამი ინტერვიუ მქონდა, ამიყვანეს. 5 წელი დავრჩი მანდ, როგორც გამყიდველი და წელიწადში ყველაზე მეტი გაყიდვა მქონდა მე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ახლა სიახლეების დროა და უფრო სხვა რამე უნდა მეკეთებინა“,- ამბობს წარმატებული ქართველი ანდრო ელიზბარაშვილი.

ვრცლად ნახეთ, ვიდეო: