„სტუმრად ანასთან“ ცნობილი ექსტრასენსი და ეზოტერიკოსი მარიამ ციმინტია იმყოფებოდა. სადაც უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის - სად გადის ზღვარი რეალობასა და შოუს შორის?!
ექსტრასენსმა „შავ მაგიაზე“ აღნიშნა, რომ მისი გამკეთებელი პოტენციური მკვლელია და უნდა დაისაჯოს.
„ბევრ ადამიანს სჭირდება ანტურაჟი, შოუ. ეზოტერიკა ეს არის მეცნიერება, ბევრი არ დამეთანხმება მაგრამ, ადამიანებს გვაშინებს ის, რაც არ ვიცი. ეზოტერიკა იმიტომ აშინებთ, რომ ჰგონიათ, აქ რაღაც „ფოკუსებს“ ვატარებთ. მე მქონია კლინიკური სიკვდილი და ბევრი რამე ვნახე. ჩვენ ვართ მე-3 განზომილებაში და გვმართავს დუალიზმი, რომელსაც სისტემა მართავს, იგივე მზის, მთვარის და სხვა. ყველა ადამიანს აქვს ავატარი, სხეული რომელშიც ზის და ასევე აქვს სული, სამშვინველი. მე ძალიან კეთილი ვარ და ქუჩაშიც ხმით მცნობენ. ადამიანებს არ ვატყუებ, ადამიანებს აქვთ ნდობის ფაქტორი და მართლაც ვხედავ რაღაცებს.
ჩემთან მოსულ ადამიანებს აინტერესებთ საკითხი: „მინდა მომავლის ხედვა“.
ყველა ადამიანს აქვს თავის სიხშირე, და ბიოველი. ამ ბიოველზე დგება ინფორმაციული ველი, რომელიც შესაძლებელია წავიკითხოთ ინფორმაცია. და არის იმის შანი, წინასწარ განვსაზღვროთ შესაძლო ვარიანტები.
ზოგი სიკეთე სიბოროტეა და სიბოროტე სიკეთე. შემიძლია „შავი მაგია“ გავნდევნო, რისი კურთხევაც მაქვს“,- ამბობს მარიამ ციმინტია.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: