
ვახო ჯაფარიძე, რეიკის ოსტატი და მასწავლებელი youtube-ზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც საუბრობს თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი პირველი ჩაკრის ჰარმონიულ მუშაობას და საჭირო რჩევებს გვიზიარებს.
რა არის ჩაკრა?
სხვადასხვა კულტურებში მიიჩნევა, რომ ჩვენი ორგანიზმი სავსეა ენერგეტიკული კვანძებით – ჩაკრებით, მაგრამ არის 7 ყველაზე მძლავრი და მნიშვნელოვანი ჩაკრა. ლიტოთერაპევტები და ეზოტერიკოსები ამბობენ, რომ ნებისმიერი მათგანის დაზიანება ან უმოქმედობა იწვევს არა მარტო ფსიქოლოგიურ არამედ ფიზიკურ პრობლემებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
პირველი ჩაკრა, მულადჰარა, არის ადამიანის ენერგეტიკული სისტემის საწყისი და ფუნდამენტური ნაწილი. ის უზრუნველყოფს ფიზიკურ და ემოციურ სტაბილურობას, გადარჩენის ინსტინქტებსა და ენერგეტიკულ კონსტრუქციას. მისი დისბალანსირება გამოიხატება ფიზიკური და ემოციური დისკომფორტით, ხოლო მისი ჰარმონიზაცია ანიჭებს ადამიანს ძალას და უსაფრთხოების განცდას. ამიტომაც, მულადჰარას ჩაკრაზე მუშაობა მნიშვნელოვანია სრული ენერგეტიკული ჯანმრთელობისთვის.
პირველი ჩაკრა განლაგებულია საზარდულის, კუდუსუნის არეში და მისი ფუნქციაა გვქონდეს უნარი გამოვიმუშაოთ იმდენი ფული, რომ სასიცოცხლო მინიმუმი უზრუნველყოს.
იმ შემთხვევაში თუ ადამიანს არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი, მუდმივად ქირით ცხოვრობს თუ იმუშავებთ პირველ ჩაკვრაზე, ამ მიმართულებით წახვალთ წინ.
თუ იღვიძებთ დაღლილი, უენერგიოდ, ხშირად ცივდებით, გაქვთ ზედმეტი წონა აქ საქმე გვაქვს პირველი ჩაკვრის დარღვეულ მუშაობაზე.
როდესაც ადამიანს პირველ ჩაკრასთან აქვს პრობლემები მათ ხელში მატერიალური ნივთები ადვილად ზიანდება“, - ამბობს ვახო ჯაფარიძე.
დაზიანებული ჩაკრების სამკურნალოდ არსებობს ფერთა თერაპია. იგი შედეგიანი და ეფექტურია. მასთან ერთად დამატებით რეკომენდებულია თვითმკურნალობით დაკავება. იმუშავეთ თქვენს ფაქიზ სხეულებზე, ისწავლეთ საკუთარი თავის გაცნობიერება, წარმოსახვისას განჭვრიტეთ ფერები და მოძრაობები, აკონტროლეთ სუნთქვა. ყოველივე ეს დაგეხმარებათ ჩაკრების მუშაობის ჰარმონიზაციაში. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრება დალაგდება.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კიბოს გამომწვევი 7 საკვები რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ! - კოტე თოდუას გაფრთხილება!
⭕„უკვე 10 თვის ხარ... ძალიან გვიყვარხარ“ - ილია თოფურიას მეუღლე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს