
მომღერალი - ნინი ნუცუბიძე გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ სტუმარი გახლდათ. მან სკოლის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათემატიკის გამოცდაში ჩაჭრის გამო სხვაგან გადავიდა.
„მათემატიკის გამოცდა ვერ ჩავაბარე. დირექტორმა მე და დედა დაგვიბარა და გვითხრა, რომ სხვა სკოლაში უნდა გადავსულიყავი... ისედაც დასტრესილი ვიყავი, ძალიან უცნაური მიდგომა ჰქონდათ...“, - ამბობს მუსიკოსი.