Digest Logo

Mattel-მა დიაბეტიანი ბარბი გამოუშვა – „მეტმა ბავშვმა უნდა დაინახოს საკუთარი თავი“

1752651254
დიაბეტიანი ბარბი

თოჯინების გიგანტმა კომპანია Mattel-მა ახალი ბარბი წარადგინა, რომელიც პირველი ტიპის დიაბეტით არის დაავადებული. ინკლუზიური ინიციატივის მიზანია, ბავშვებმა თავიანთი მდგომარეობა სათამაშო პერსონაჟში ამოიცნონ და თავი მეტად მიღებულად იგრძნონ.

თოჯინას მკლავზე დამაგრებული აქვს გლუკოზის მონიტორი, რომელიც სპეციალური, გულის ფორმის ვარდისფერი ფიქსატორით ფიქსირდება.

ბარბის ასევე აცვია ინსულინის ტუმბო, რომელიც ავტომატურად აწვდის საჭირო დოზას.

Mattel-ის განცხადებით, მათ სურთ, რომ „ბარბიში მეტმა ბავშვმა დაინახოს საკუთარი თავი“ და აღნიშნავენ, რომ ინკლუზიურობა თამაშის სამყაროშიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეალურ ცხოვრებაში.