Digest Logo

„მეორე შანსი მომეცა ცხოვრებაში, რომელიც კეთილმა ადამიანმა მაჩუქა და დღეს ბედნიერი ვარ“ - როგორ დაუბრუნდა „ფხიზელ ცხოვრებას“ გიორგი ყიფშიძე?

1720511767
გიორგი ყიფშიძე

„შეუზღუდავი შესაძლებლობები“ ასე ჰქვია youtube-ის არხზე პოდკასტს, რომლის სტუმარი მსახიობი გიორგი ყიფშიძე იყო. 

როგორი იყო გზა, რომელიც მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ გაიარა და როგორ არის ახლა? -  ამის შესახებ იგი გადაცემაში გულახდილად საუბრობს.

როგორც თავად მსახიობი ამბობს, არ ეგონა თუ იმ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობდა, მაგრამ კეთილი ადამიანის დახმარებით მან ეს გამოსავალი იპოვა და დღეს თავს ბედნიერად გრძნობს.

„გიორგი დღეს არის ძალიან ბედნიერი ადამიანი, რადგან მეორე შანსი მომეცა ცხოვრებაში, რომელიც კეთილმა ადამიანმა მაჩუქა და ეს მივიღე ბოლომდე. 

3 თვის წინ რომ გადავხედო ჩემ თავს როგორი ვიყავი, მახსენდება, რომ ვიყავი უიმედო, ყურებჩამოყრილი და გაუბედურებული ადამიანი და უცებ გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში კეთილი ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობდი და გადაწყვიტა, რომ დამხმარებოდა. ჩემი მფარველი ანგელოზი ასე მიწერია დღეს ეს ადამიანი ტელეფონში“, - ამბობს გიორგი ყიფშიძე.

ცნობისთვის, მსახიობი, გიორგი ყიფშიძე რამდენიმე თვის წინ სამკურნალოდ თურქეთში წავიდა და იქ რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. იგი, წლების განმავლობაში სხვადასხვა დამოკიდებულებას, მათ შორის წამალდამოკიდებულებას ებრძოდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „1 ფინჯანმა ყავამ შეიძლება 60%-ით შეამციროს რკინის შეწოვა“ - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება?ნუტრიციოლოგის რჩევები

🎥 „ეს დღეც არ არის ჰარმონიული, პრობლემური დღეა“ - 9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

⭕ 🎥 „ქალს ყველაზე მეტად ბედნიერება უხდება!“ - კადრები შორენა ბეგაშვილის გრანდიოზული დაბადების დღიდან